Tag Archives: წელიწადში

მტრედის მუხლების დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მტრედის მუხლების დაავადება – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც აღინიშნება 40 – 60 წლის ასაკის ქალებში და ხასიათდება უეცარი აუხსნელი დაცემით, რომელიც შესაძლოა განმეორდეს წელიწადში რამდენიმეჯერ. შეტევისას თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა, ან რაიმე ნევროლოგიური სიმპტომი არ აღინიშნება. მსგავსი მდგომარეობა ზოგჯერ წარმოიქმნება ორსულობისას. მიზეზები უცნობია, პროგნოზი – კეთილსაიმედო. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

იულინგერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი იულინგერის სინდრომი – ჰიპერტროფიული ოსტეოდერმოპათია, გენერალიზებული ჰიპეროსტოზი პაქიდერმიით. ნიშნები: კიდურთა დაგრძელება, ლულისებრი ძვლებისა და მენჯის ძვლების ჰიპეროსტოზი, პაქიდემია განსაკუთრებით წინამხარისა და კოჭის მიდამოში, თავის ქალასა და შუბლზე, თითები დოლის ჩხირისებრი, ყურის ნიჟარები გასქელებული, ფრჩხილები – საათის მინისებური. დაავადება იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში, უფრო ხშირად მამაკაცებში. პროგრესირება ნელია

Read More