Tag Archives: წვრილი

წვრილი ნაწლავი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წვრილი ნაწლავი – 1. ნაწლავის ნაწილი კუჭსა და მსხვილ ნაწლავს შორის. წვრილ ნაწლავში საბოლოოდ გადამუშავდება საკვები ნაღვლის, ნაწლავისა და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენების ზემოქმედებით, ხდება საკვები ნივთიერებების შეწოვა. ადამიანში განასხვავებენ 12 – გოჯა, მლივ და თეძოს ნაწლავს. 2. საჭმლის მომნელებელი მილის – ნაწლავების შუა მონაკვეთი, პილორუსიდან ბრმა ნაწლავამდე.

Read More

წვრილი მიოფილამენტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წვრილი მიოფილამენტი – (myofilamentum tenue) 5 – 7 ნმ დიამეტრის პროტოფიბრილა. შეიცავს შემკუმშავ ცილებს – აქტინს, ტროპონინს და ტროპომიოზინს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა