Tag Archives: წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია prostatic hypertrophy

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია დაავადება ვითარდება ხანში შესულ და მოხუცებულობით ასაკში.

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადების საწყის (პირველ) სტადიაში ავადმყოფები უჩივიან შარდვის გახშირებასა და გაძნელებას, განსაკუთრებით ღამით. შარდვის დროს ავადმყოფს არ შეუძლია თავიდანვე დაცალოს ბუშტი, ამისთვის მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში უხდება გაჭინთვა. შარდის ნაკადი დუნეა, პერიოდულად წყდება კიდეც. დაავადების მეორე სტადიაზე შარდვის მხრივ დარღვევები სულ უფრო ძლიერდება, შარდვა ხდება უფრო ხშირი, ავადმყოფს ღამით რამდენჯერმე უხდება საწოლიდან წამოდგომა. შარდის ბუშტის ბოლომდე არ იცლება, მოშარდვის შემდეგ რჩება შარდის მცირე რაოდენობა (ნარჩენი შარდი), რის გამოც რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ ჩნდება მოშარდვის სურვილი. პერიოდულად ვითარდება შარდის შეკავება და შარდის ბუშტის გაჭიმვა.

Read More