Tag Archives: წყლის ნახევარსფერო

წყლის ნახევარსფერო

წყლის ნახევარსფერო  წყალი წყლის ნახევარსფერო (ინგლისურენოვან ლიტერატურაში: წყლის ჰემისფერო) — დედამიწის ნახევარსფერო, რომელიც წარმოდგენილია დედამიწის წყლის დიდი მასებით. ვრცელდება 47°13′ ს. გ. 178°28′ ა. გ. (ახალი ზელანდიის სიახლოვეს). მისი საპირისპირო სხვა ნახევარსფეროა ხმელეთის ნახევარსფერო, რომლის ცენტრი ქალაქ ნანტის სიახლოვეს მდებარეობს. წყლის ნახევარსფერო მოიცავს დედამიწის ხმელეთის 1/8-ს,[1] მათ შორის ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, ანტარქტიდას, მალაის არქიპელაგსა და სამხრეთი ამერიკის გარკვეულ ნაწილს. წყლის ნახევარსფეროს ემთხვევა აგრეთვე წყნარი და ინდოეთის ოკეანეების დიდი მონაკვეთები.  _____________________________________