Tag Archives: ჭარბთმიანობა

შეიეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეიეს დაავადება – (H. G. Scheie, ამერ. ოფთალმოლოგი; სინ.: მეხუთე ტიპის მუკოპოლისაქარიდოზი, ულრიხ – შეიეს დაავადება, ჰურლენის გვიანი სინდრომი)მემკვიდრეობითი დაავადება მუკოპოლისაქარიდოზების ჯგუფიდან, რომელიც განპირობებულია ფერმენტ α – L – ინდურონიდაზის დეფექტით; ვლინდება მრავლობითი დეფორმაციებითა და კიდურების სახსრების მოძრაობის შეზღუდვით, რქოვანას შემღვრევით. დაავადების პირველი სიმპტომები ჩნდება სკოლის ასაკში.

Read More

მელანეზიური რასა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მელანეზიური რასა – შედის დიდ ეკვატორიალურ (ნეგრო – ავსტარლოიდურ) რასაში. რიგი ნიშნების მიხედვით მსგავსია ავსტრალოიდური რასისა (სახეზე ჭარბთმიანობა, გამოხატული წარბზედა რკალები), განსხვავებით მათგან – ხვეული თმები აქვთ. გავრცელებულია მალანეზიის კუნძულებზე, ახალ გვინეაში, ინდონეზიაში, ფილიპინის კუნძულებზე და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More