Posts Tagged ‘ჭრილობა’
ზოგადი ინფორმაცია
როვამიცინი. ROVAMYCINE. მაკროლიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – სპირამიცინი. Spiramycin. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – J01FA02. მწარმოებელი ფირმა – სანოფი ავენტისი (საფრანგეთი).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გამოდის 1.5 მლნ. სე და 3 მლნ. სე ტაბლეტის ფორმით.
აქტიური ნივთიერება
სპირამიცინი. Spiramycin. ბრუტო–ფორმულა: C43H74N2O14. სპირამიცინს მიაკუთვნებენ მაკროლიდების და აზალიდების ჯგუფს. CAS-კოდი:24916-50-5.

პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- ინფექციები სასუნთქი გზების
- ბრონქიტი, მწვავე და ქრონიკული
- ბრონქოექტაზია ინფიცირებული
- პნევმონია ბაქტერიული
- ინფექციები ყელ-ყურ-ცხვირის
- სინუსიტი
- ტონზილიტი
- ფარინგიტი
- ინფექციები რბილი ქსოვილების
- ცელულიტი
- წითელი ქარი
- ინფექციები ჭრილობის
- ინფექციები ძვლებისა და სახსრების
- ოსტეომიელიტი
- ართრიტი სეპტიური
- ინფექციები სასქესო გზების
- ანთებითი დაავადებები მცირე მენჯის ღრუს ორგანოების
- წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები, რომლებიც გადაეცემიან სქესობრივი გზით
- გონორეა
- მენინგიტი მენინგოკოკური
პრეპარატის საფირმო აღწერიდან
ფარმაკოლოგიური თვისებები
როვამიცინი წარმოადგენს ბაქტერიოსტატური მოქმედების მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს. მისი ანტიმიკრობული ეფექტი განპირობებულია მიკრობის უჯრედის ცილის სინთეზის ინჰიბირებით რიბოსომების დონეზე. იგი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: სტრეპტოკოკები, მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე სტაფილოკოკები, Branhamella catarrhalis, Bordetella pertussis, Helicobacter pylori, Capmylobacter jejuni, Corynebacter diphtheria, Moraxella, Mycoplazma pneumoniae, Coxiella, Chlamydia, Treponema palidum, Borrelia burgdorferi, Leptospira, Propionibacterium acnes, Actinomyces, Eubacterium, Porphyromonas, Mycoplazma hominis, Neisseria gonorrhoea, Vibrio, Ureaplazma urealyticum, Legionella pneumophila, Acinetobacter, Nocardia, Fusobacterium, Bacteroides fragilis, Haemophilus influenzae da parainfluenzae, Streptococcus pneumoniae, enterococci, Campylobacter coli, Peptostreptococcus, Clostridium perfringers.
სპირამიცინის აქტივობა Toxoplazma gondii – ის მიმართ დამტკიცებულია in vitro და in vivo პრეპარატის მიმართ მდგრადია Enterobacter და Pseudomonas.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია: როვამიცინის აბსორბციის პროცესი მიმდინარეობს სწრაფად, მაგრამ არასრულად (ნახევრადაბსორბციის დრო – 20 წთ). საკვების მიღება პრეპარატის აბსორბციის პროცესზე გავლენას არ ახდენს.
განაწილება: როვამიცინის 6 მლნ სე დოზით პერორალური მიღებისას სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 3.3 მკგ/მლ. პლაზმიდან პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 8 სთ-ს. პრეპარატი ადვილად აღწევს ნერწყვში და ქსოვილებში (ფილტვებში კონცენტრაცია _ 20-დან 60 მკგ/გ-მდე; ნუშისებრ ჯირკვლებში _ 20-დან 80 მკგ/გ-მდე; ინფიცირებულ ღრუებში _ 75-დან 110 მკგ/გ-მდე; ძვლებში _ 5-დან 100 მკგ/გ-მდე).
მკურნალობიდან 10 დღის განმავლობაში პრეპარატის კონცენტრაცია ელენთაში, ღვიძლში და თირკმელებში შეადგენს 5-დან 100 მკგ/გ-ს.
როვამიცინი აღწევს და გროვდება ფაგოციტებში (ნეიტროფილები, მონოციტები, პერიტონეალური და ალვეოლური მაკრობაქტერიოფაგები). სპირამიცინის კონცენტრაცია ფაგოციტების შიგნით საკმაოდ მაღალია. ზემოთ აღნიშნული თვისებით აიხსნება მისი ძლიერი აქტივობა უჯრედშიდა ბაქტერიებზე. სპირამიცინი არ გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. იგი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. პლაზმის ცილებთან პრეპარატის კავშირი მცირეა და შეადგენს დაახლოებით 10%-ს.
ბიოტრანსფორმაცია: როვამიცინი მეტაბოლიზდება ღვიძლში. მისი მეტაბოლიტები უცნობია.
გამოყოფა: პრეპარატი კარგად გამოიყოფა ორგანიზმიდან ნაღველთან ერთად, სადაც მისი კონცენტრაცია 15-40-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმაში. მიღებული დოზის მხოლოდ 10% გამოიყოფა შარდთან ერთად. პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობა აღმოჩენილია განავალში.
ჩვენებები
როვამიცინი გამოიყენება პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:
- სასუნთქი გზების ინფექციები მათ შორის მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ინფიცირებული ბრონქოექტაზია, ბაქტერიული პნევმონია;
- ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი);
- რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის ცელულიტი, წითელი ქარი, ჭრილობის ინფექციები);
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები (მათ შორის ოსტეომიელიტი, სეპტიური ართრიტი);
- სასქესო გზების ინფექციები (მათ შორის მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, განსაკუთრებით წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები, რომლებიც გადაეცემიან სქესობრივი გზით);
- გონორეა (განსაკუთრებით პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს); – მენინგოკოკური მენინგიტის პროფილაქტიკა.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებს ენიშნებათ პერორალურად 2-3 ტაბ. 3 მლნ. სე ან 4-6 ტაბ. 1.5 მლნ. სე (6-9 მლნ სე) დაყოფილი 2-3-მიღებაზე დღეში.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა.
კანის მხრივ ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, ცხელება.
უკუჩვენება
როვამიცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია ჩვენების მიხედვით. პრეპარატი ექსკრეგირებს დედის რძეში, ამი-ტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენების შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.
განსაკუთრებული მითითებები
ვინაიდან პრეპარატის აქტიური ნივთიერება არ გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, ამიტომ თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში მკურნალობის რეჟიმის შეცვლა არ არის საჭირო.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ლევოდოპა: ლევოდოპასთან როვამიცინის ერთროული მიღებისას საჭიროა ავადმყოფის კლინიკური მდგომარეობის სისტემატური კონტროლი და ლევოდოპას დოზის კორექცია. სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას ჭვავის რქის დიჰიდრირებული ალკალოიდების შემცველ პრეპარატებთან.
აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა _ 3 წელი.
…
Viewed 1081 times by 225 viewers
ზოგადი ინფორმაცია
ქრისტესისხლას ბალახი. Chelidonium Majus. ფიტოპრეპარატების – ნაღვლმდენი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – ნატურფარმი (საქართველო).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გამოდის 50 გრ მცენარეს ფორმით (მუყაოს კოლოფში). ქრისტესისხლას ბალახი შეიცავს ალკალოიდებს (ქელიდონინი, ჰომოქელიდონინი, სანგვინარინი, პროტოპინი, სპარტეინი), ფლავონოიდებს, საპონინებს, ორგანულ მჟავეებს (ქელიდონის, ვაშლის, ლიმონის,ქარვის), ასკორბინის მჟავას, ეთერის ზეთს, ვიტამინი A.
პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- ჰეპატიტები
- პოდაგრა
- კანის დაავადებები
- მეჭეჭები
- ლაქები პიგმენტური
- კოჟრები
- წყლულები
- ჭრილობები
- გამონაყარი
- კანის სხვა დაავადებები
- ღვიძლის დაავადებები
- ნაღვლის სადინარების დაავადებები
პრეპარატის საფირმო აღწერიდან
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს ახასიათებს სპაზმოლიზური, ნაღვლმდენი და ბაქტერიოციდული თვისებები.
ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაღვლმდენი საშუალება.
გამოიყენება ჰეპატიტების, პოდაგრის, კანის დაავადებების სამკურნალოდ. ქრისტესისხლას რძეწვენი გამოიყენება მეჭეჭების, პიგმენტური ლაქების, კოჟრების მოსაშორებლად, აგრეთვე წყლულების, ჭრილობების, გამონაყარის და კანის სხვა დაავადებებისას. როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ეფექტურია ღვიძლის, ნაღვლის სადინარების დაავადებების შემთხვევაში.
გვერდითი მოვლენები
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, თავბრუსხვევა, გულისრევა

Viewed 624 times by 121 viewers
ზოგადი ინფორმაცია
ფურაცილინის 0,02% ხსნარი. Solutio Furacilini 0,02%. სამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის. მწარმოებელი ფირმა – ნატურფარმი (საქართველო).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გამოდის 50 მლ და 100 მლ ხსნარის ფორმით.
პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- ჩირქოვანი ანთებითი პროცესები
- ჭრილობები
- ნაწოლები
- წყლულოვანი დაზიანებები
- დამწვრობები, II და III ხარისხის
- ჰაიმორის სკროფულოზური დაავადებები
- ცხვირის სხვა დანამატი ღრუების სკროფულოზური დაავადებები
- თვალის სკროფულოზური დაავადებები
- კონიუნქტივიტები
- საცრემლე პარკის გამორეცხვა
პრეპარატის საფირმო აღწერიდან
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფურაცილინი წარმოადგენს ანტიბაქტერიულ საშუალებას. იგი მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე, სტაფილოკოკებზე, სტრეპტოკოკებზე, აიროვანი განგრენის გამომწვევებზე.
ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.
გამოიყენება გარეგანად ჩირქოვანი ანთებითი პროცესების მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის. პრეპარატს იყენებენ ჭრილობების, ნაწოლების, წყლულოვანი დაზიანებების, II და III ხარისხის დამწვრობების დროს. ჰაიმორის და ცხვირის სხვა დანამატი ღრუების, აგრეთვე თვალის სკროფულოზური დაავადებების და კონიუნქტივების შემთხვევაში. საცრემლე პარკის გამორეცხვის მიზნით გამოიყენება ფურაცილინის წყლიანი სტერილური ხსნარი.
გვერდითი მოვლენები
ფურაცილინი გარეგანი გამოყენებისას ხასიათდება კარგი ტოლერანტობით. ზოგჯერ შესაძლებელია დერმატიტების განვითარება, რაც პრეპარატის გამოყენების დროებით შეჩერებას ან მისი გამოყენების მთლიანად შეწყვეტას საჭიროებს
უკუჩვენება
ფურაცილინის გარეგანი გამოყენება ქრონიკული ალერგიული დერმატოზებით შეპყრობილ ავადმყოფებში ნებადართული არ არის

Viewed 431 times by 99 viewers


