Tag Archives: ხრტილები

აკლაზია დიაფიზური

განმარტებითი ლექსიკონი აკლაზია დიაფიზური – ხრტილების და ძვლების ზრდის მემკვიდრული ანომალია,რომლის შედეგად გრძელ (ლულისებრ) ძვლებზე წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ხრტილოვანი გამონაშვერი (ეგზოსტოზები). შეიძლება ძვლების ზრდა  შენელდეს და საერთოდ  შეწყდეს ან  ძვლების დეფორმაცია  განვითარდეს.

არაქნოდაქტილია

არაქნოდაქტილია – (arachnodactylia; ბერძ. Arachne ობობა + daktylos თითი; სინ.: დოლიქოსტენომელია, აკრომაკრია, ჰიპერქონდროპლაზია) კლინიკური სინდრომი, რომელსაც საფუძვლად უდევს შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურისა და ფუნქციის მემკვიდრეობითი დაზიანება; ვლინდება ძვლოვანი სისტემის ანომალიებით. არაქნოდაქტილიისათვის დამახასიათებელია გრძელი, თხელი თითები, თითისტარისებრი ფორმის გულმკერდი, ნეკნთაშუა არეები ფართოა, ნეკნის ხრტილები მსხვილი და რბილია; დაავადება საკმაოდ იშვიათად გვხვდება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი

Read More