ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
..
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური დაწესებულება. მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1948 წელს. მასში გაერთიანებულია 194 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო. შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში. გენერალური დირექტორია მარგარეტ ჩანი. ორგანიზაციის მიზანია ყველა ხალხის მიერ ჯანდაცვის მაღალი დონის მიღწევა.