Tag Archives: ჯანმრთელი

გენი ლეტალური

განმარტებითი ლექსიკონი გენი ლეტალური – გენი, რომელიც გარკვეული გარემოებების დროს იწვევს იმ ინდივიდუუმის სიკვდილს, რომლის ორგანიზმში იგი არსებობს.ლეტალური გენები ჩვეულებრივად რეცესიულები არიან: ინდივიდუუმი შეიძლება მოკვდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ მისი ორივე მშობელი ამ გენის მატარებელია.თუ ამ გენის მატარებელი მხოლოდ ერთი მშობელია,მაშინ გენის ლეტალური მოქმედება იქნება შენიღბული დომინანტური ალელით,რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა  ჯანმრთელი მშობლისგან.

ფსიქოგენია და ფსიქოპროფილაქტიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოგენია და ფსიქოპროფილაქტიკა – (ფსიქოლოგია) (ბერძ. hygienos — სამკურნალო, და prophylaktikos – დამცავი)სამედიცინო ფსიქოლოგიის დარგი, რომლის ამოცანაა პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანებისათვის სპეციალიზირებული დახმარების აღმოჩენა, ნერვულ – ფსიქიკური და ფსიქოსომატური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, ასევე მწვავე ფსიქოტრავმატული რეაქციების შeმსუბუქება (იხ. ფსიქოგენიები). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More