სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

Posts Tagged ‘ჰემატომა’

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცხვირის ძგიდის ჰემატომა – ცხვირის ტრავმები ხშირად მიმდინარეობენ ცხვირის ძგიდის ლორწქვეშა გარსში სისხლჩაქცევით და ჰემატომის წარმოქმნით. შემდეგში ჰემატომის ინფიცირების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს აბსცესი. სიმპტომები, მიმდინარეობა. ცხვირით სუნთქვის მკვეთრი გაძნელება; ცხვირის ძგიდის აბსცესის განვითარების დროს აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი. წინა რინოსკოპიით ვლინდება რბილი, პარკისებური, წითელი ფერის გამობერილობები. ცხვირის ძგიდის ხრტილის ჩირქოვანი გალღობის დროს აღინიშნება ცხვირის ზურგის ჩავარდნა. მკურნალობა. ჰემატომის დროს – სისხლის ამოქაჩვა და ცხვირის ტამპონადა, აბსცესის დროს –  მისი ფართო გახსნა და ცხვირის ღრუს ტამპონადა, ანტიბიოტიკოთერაპია; ჩავარდნილ ცხვირის ზურგს ასწორებენ ქირურგიულად (პლასტიკური ოპერაციები)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 2576 times by 324 viewers

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სისხლჩაქცევა – ჰემორაგია, სისხლძარღვიდან გადმოღვრილი სისხლის დაგროვება სხეულის ღრუებში ან მიმდებარე ქსოვილებში. სისხლჩაქცევა შეიძლება მოხდეს სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევის, მექან. დაზიანების, პათოლ. პროცესის (მაგ., სიმსივნე) შედეგად ან დაუზიანებელი სისხლძარღვის კედლის შეღწევადობის მომატების გამო (მაგ., რაიმე ქიმ. ნივთიერების ზემოქმედებისას). ჩაქცეული სისხლით შეიძლება გაიჟღენთოს ქსოვილები, რომლებშიც ჩაიქცა სისხლი, ან წარმოიქმნას შემოსაზღვრული სისხლის მასა  -  ჰემატომა. სისხლჩაქცევის მნიშვნელობა განისაზღვრება მისი მოცულობით, განვითარების სისწრაფით და ადგილმდებარეობით. პატარა სისხლჩაქცევა ჩვეულებრივ განიწოვება მკურნალობის გარეშე. სისხლჩაქცევა შეიძლება შემოიფარგლოს კაფსულით, დაჩირქდეს (რაც სპეც. მკურნალობას საჭიროებს); ყველაზე სახიფათოა სისხლჩაქცევა ტვინში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 1961 times by 373 viewers

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სათვალის სიმპტომი – 1.  სისხლჩაქცევების არსებობა თვალების ირგვლივ. თავის ქალას ფუძის მოტეხილობის ნიშანია, ამ დროს ხდება თვალის ირგვლივ ქსოვილებშისი სხლჩაქცევები. [“3”]  2. სათვალის სიმპტომი (,,ენოტის თვალები”) -  ორმხრივი კანქვეშა ჰემატომა თვალბუდის ახლო მიდამოში, რომელიც ვლინდება რამდენიმე საათში თავის ტრავმიდან;  ნიშანია ქალას ფუძის მოტეხილობისა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 891 times by 185 viewers

konsultaciebi

vaka