მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

Posts Tagged ‘ჰეპატიტი’

ზოგადი ინფორმაცია

მეთილურაცილი. Metiluracil. ქსოვილების ტროფიკისა და რეგენერაციის გასაუმჯობესებელი სამკურნალო საშუალება.აქტიური ნივთიერება – მეთილტეტრაჰიდროპირიმიდინი. Dioxomethyltetrahydropyrimidine.მწარმოებელი ფირმა – Stada (გერმანია).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

გამოდის 0.5გ რექტალური სუპოზიტორიის ფორმით. 1 სანთელი შეიცავს მეთილურაცილს (2,4-დიოქსო-6-მეთილ-1,2,3,4-ტეტრაჰიდროპირიმიდინი) –ლეიკოპოეზის სტიმულატორს და სანთლის ფუძეს.

აქტიური ნივთიერება

დიოქსომეთილტეტრაჰიდროპირიმიდინი. Dioxomethyltetrahydropyrimidine. ქიმიური დასახელება– 2,4-დიოქსო-6-მეთილ-1,2,3,4-ტეტრაჰიდროპირიმიდინი.ბრუტო–ფორმულა:C5H6N2O2. დიოქსომეთილტეტრაჰიდროპირიმიდინს მიაკუთვნებენ ჰემოპოეზის სტიმულატორების,ანაბოლიკების და რეგენერანტების და რეპარანტების  ჯგუფს. CAS-კოდი: 626-48-2.

პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ჭრილობა
  • მეტაბოლური პროცესების სტიმულაცია
  • სტიმულაცია უჯრედული დაცვის ფაქტორების
  • ანთება
  • პროქტიტი
  • პროქტოსიგმოიდიტი
  • კოლიტები
  • დაზიანება ადგილობრივი ქალის სასქესო ორგანოების
  • სხივური დაზიანება სიგმოიდური ნაწლავის
  • სხივური დაზიანება მსხვილი ნაწლავის
  • ცისტიტი სხივური
  • კოლპიტი სხივური
  • ჰეპატიტი
  • პანკრეატიტი ქრონიკული

პრეპარატის საფირმო აღწერიდან 

ჩვენებები

სანთლები მეთილურაცილით მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებსაც გააჩნია მეტაბოლური პროცესების მასტიმულირებელი მოქმედება. აღნიშნული პრეპარატები აჩქარებენ უჯრედული რეგენერაციის პროცესებს, ჭრილობების შეხორცებას, იწვევენ უჯრედული დაცვის ფაქტორების სტიმულირებას. მათ გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატის გამოყენება წარმოებს ექიმის დანიშნულების მიხედვით მსხვილი ნაწლავის ანთებით-ინფექციური დაავადებების დროს (პროქტიტი, პროქტოსიგმოიდიტი, კოლიტები); ქალის სასქესო ორგანოების ადგილობრივი დაზიანებების პროფილაქტიკა და მკურნალობა; სიგმოიდური და მსხვილი ნაწლავის სხივური დაზიანება; სხივური ცისტიტი და კოლპიტი; რეკონვალესცენციის პერიოდი ავადმყოფებში ჰეპატიტით და ქრონიკული პანკრეატიტით.
მიღების წესები და დოზები
სანთელი თავისუფლდება შეფუთვისაგან მაკრატლის საშუალებით, შეყავთ ღრმად უკანა ტანში. მოზრდილებში ინიშნება 1-4 სანთელი დღეში (დასაშვებია 2-2 სანთელი 3-4 ჯერ დღეში), ბავშვებში 3-8 წლის ასაკში _ 1/2სანთელი; 8-15 წლის ასაკში _ 1 სანთელი დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 7 დღიდან 4 თვემდე დაავადების ხასიათის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
წვის მსუბუქი შეგრძნება უკანა ტანში
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. ლეიკოზის მწვავე და ქრონიკული ფორმები (განსაკუთრებით მიელოიდური), ლიმფოგრანულემატოზი, ძვლის ტვინის ავთვისებიანი დაავადებები.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა: 2 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება
ინახება გრილ, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

Viewed 360 times by 62 viewers

konsultaciebi

vaka

baneri