Posts Tagged ‘ჰეპატიტი’
ზოგადი ინფორმაცია
ტიოქტაციდი 600 T ტიოქტაციდი 600 HR. THIOCTACID 600 T THIOCTACID 600 HR. ჰეპატოპროტექტორების ჯგუფის დიაბეტური პოლინევროპათიის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ალფა-ლიპოის მჟავა. α – lipoic acid. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A16AX01. მწარმოებელი ფირმა – MEDA PHARMA GmbH (გერმანია).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გამოდის 25 მგ/მლ 24მლ ი.ვ. საინიექციო ხსნარის და 600მგ ტაბლეტის ფორმით. თიოქტაციდის 600 T ხსნარის 1 ამპულა (24 მლ) შეიცავს თიოქთის მჟავის ტრომეტამოლის მარილს 952.3 მგ (რაც შეესაბამება 600 მგ (ალფა-ლიპოს მჟავას); დამხმარე ნივთიერებებია: ტრომეტამოლ, საინექციო წყალი.თიოქტაციდი 600 HR 1 ტაბლეტი, გარსით დაფარული, შეიცავს 600 მგ თიოქტოვის (ალფა-ლიპოის) მჟავას; დამხმარე ნივთიერებები: დაბალშენაცვლებადი ჰიდროქსიპროპილცელულოზა (L-HPC LH – 22), ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმ სტეარატი, ჰიპრომელოზა (ჰიდროქსიპროპილცელულოზა), მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E-171), ტალკი, ხინოლონის ყვითელი (E-104), ინდიგოკარმინი (E-132). შეფუთვა. 5 ამპულა დოზით 24 მლ ღია კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში მუყაოს შეკვრაში ან 30 გარსით დაფარული ტაბლეტი ფლაკონში.
აქტიური ნივთიერება
ალფა-ლიპოის მჟავა. α – lipoic acid. ალფა-ლიპოის მჟავას მიაკუთვნებენ ვიტამინების და ვიტამინის მსგავსი საშუალებების, სხვა ჰიპოლიპიდემიური საშუალებების ჯგუფებს.
პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- პოლინეიროპათია დიაბეტური
- პოლინეიროპათია ალკოჰოლური
- ჰიპერლიპიდემია
- ღვიძლის დისტროფია, ცხიმოვანი
- ციროზი ღვიძლის
- ჰეპატიტები
- ინტოქსიკაციები (მათ შორის მძიმე ლითონების მარილებით, თეთრი შხამიანი სოკოთი)
- ათეროსკლეროზი კორონარული
პრეპარატის საფირმო აღწერიდან
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა. თიოქთის მჟავა – ენდოგენური ანტიოქსიდანტი, ორგანიზმში წარმოიქმნება ალფა-კეტომჟავის ჟანგვითი დეკარბოქსილირებისას. როგორც მიტოქონდრიალური მულტიფერმენტული კომპლექსების კოფერმენტი მონაწილეობს პიროვინოგრადული მჟავისა და ალფა-კეტომჟავის ჟანგვით დეკარბოქსილირებაში.
ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის შემცველობის შემცირებას და ღვიძლში გლიკოგენის შემცველობის ზრდას. აგრეთვე ინსულინ-რეზისტენტობის გადალახვას. ბიოქიმიური მოქმედების ხასიათით ახლოსაა B ჯგუფის ვიტამინებთან.
მონაწილეობს ლიპიდური და ნახშირწყლის ცვლის რეგულირებაში, ახდენს ქოლესტერინის ცვლის სტიმულირებას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, აქვს დეტოქსიკაციის მოქმედება მძიმე ლითონების მარილებით მოწამვლისა და სხვა ეგზო – და ენდოტოქსიკოზების დროს. აგრეთვე აქვს ჰეპატოპროტექტორული, ჰიპოლიპიდური, ჰიპოქოლესტერინული, ჰიპოგლიკემიური მოქმედება.
თიოქთის მჟავის ტრომეტამოლური მარილის გამოყენება ხსნარებში შიდა ვენური შეყვანისათვის ამცირებს გვერდითი მოვლენების გამოხატვას.
ფარმაკოკინეტიკა. გვერდითი ჯაჭვის ჟანგვისა და დაკავშირებისა თიოქთის მჟავა განიცდის ბიოტრანსფორმირებას და გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით (80-90%). შრატიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 20-50 წთ. საერთო პლაზმური კლირენსი – 10-15 წთ
ჩვენებები
დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათია, ჰიპერლიპიდემია, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ღვიძლის ციროზი და ჰეპატიტები, ინტოქსიკაციები (მათ შორის მძიმე ლითონების მარილებით, თეთრი შხამიანი სოკოთი), კორონარული ათეროსკლეროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
მიღების წესები და დოზები
თიოქტაციდი 600 T
დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.
ჩვეულებრივ ინტრავენური გზით შეყავთ 1 ამპულა (რაც შეესაბამება თიოქტის მჟავის 600 მგ) დღე-ღამეში, მძიმე შემთხვევებში შეყავთ 1200 მგ-მდე დღე-ღამეში 2-4 კვირის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ ერთ თვიანი შესვენების შემდეგ.
შემდგომში გადადიან პერორალურ თერაპიაზე (600 მგ დღე-ღამეში) გაუხსნელი ხსნარი შეყავთ ინტრავენური გზით ნელა საინექციო შპრიცისა და პერფუზორის საშუალებით სიჩქარით არა უმეტეს 50მგ/წთ., ანუ წუთში 2 მლ თიოტაქციდ 600 T ხსნარი (შეყვანის დრო უნდა შეადგენდეს 12 წუთს). აქტიური ნივთიერების სინათლისადმი მგრძნობელობის გამო ამპულები შეფუთვიდან უნდა ამოიღოთ უშუალოდ გამოყენების წინ.
ინფუზიის ჩატარების წესები.
საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ნატრიუმ ქლორიდის ფიზიოლოგიური ხსნარი. პრეპარატი შეყავთ წვეთოვანით ინტრა ვენური გზით 30 წუთის განმავლობაში, ამის წინ პრეპარატ თიოქტაციდი 600 T ამპულა იხსნება ნატრიუმ ქლორიდის 0.9% ხსნარში 100-250მგ-მდე. ხსნარი, რომელიც შეყავთ პაციენტში, აუცილებელია დაცულ იქნას მზის სინათლის მოქმედებისგან, მაგალითად ალუმინის ფოლგის საშუალებით. ამგვარად დაცული ხსნარი შეიძლება შეინახოს 6 საათის განმავლობაში.
თიოქტაციდი 600 HR
დიდებში ინიშნება თიოქტაციდ 600 HR 1 ტაბლეტი (რაც ექვივალენტურია ალფა-ლიპოს მჟავის 600 მგ) ერთხელ 24 სთ. განმავლობაში საკვების პირველ მიღებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე.
პრეპარატი მიიღება უზმოზე, დაუღეჭავად და წყლის საკმარისი რაოდენობით. პრეპარატის მიღებამ ჭამის დროს შეიძლება დააქვეითოს ალფა-ლიპოის მჟავის შეწოვა. ამიტომ რეკომენდირებულია დღის მთელი დოზის მიღება საუზმის წინ ნახევარი საათით ადრე, განსაკუთრებით პაციენტებმა შენელებული საჭმლის მონელების ნიშნებით.
გვერდითი მოვლენები
ტიოქტაციდი 600 T
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ინტრა ვენური გზით სწრაფი შეყვანის დროს შესაძლებელია შიდა ქალის წნევის მომატება, სუნთქვის შეფერხება. ზოგიერთ შემთხვევებში ინტრა ვენური შეყვანის შემდეგ შეიმჩნეოდა კრუნჩხვები, დიპლოპია.
სისხლწარმოქმნის სისტემის მხრივ: წერტილოვანი სისხლჩაქცევები, მიდრეკილება სისხლდენებისადმი, თრომბოფლებიტი, პურპურა, თრომბოციტების ფუნქციის დარღვევა.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი; შესაძლებელია სისტემური ალერგიული რეაქციები ანაფილაქტიკურ შოკამდე. გლუკოზის გაუმჯობესებული შეთვისების შედეგად ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება შემცირდეს სისხლში შაქრის დონე.
თიოქტაციდი 600 HR
ცალკეულ შემთხვევებში ცნობილია კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ ისეთი ცვლილებები როგორიცაა: გულის რევა, ღებინება, ტკივილი კუჭსა და ნაწლავებში, და ასევე დიარეა; შეიძლება შეიმჩნეოდეს ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ქავილი; გლუკოზის გაუმჯობესებული შეთვისების გამო ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება შემცირდეს სისხლში შაქრის დონე. ასეთ შემთხვევებში აღწერილია ჰიპოგლიკემიურიის მაგვარი სიმპტომები, თავბრუსხვევის, ოფლიანობის, თავის ტკივილისა და მხედველობის დარღვევის ჩათვლით.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ალფა-ლიპოის მჟავის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. ბავშვები 15 წლამდე. ორსულობა და ძუძუთი კვება.
განსაკუთრებული მითითებები
მიღების თავისებურებები. ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება შეამციროს პრეპარატის ეფექტურობა. რის გამოც რეკომენდირებულია თავის შეკავება ალკოჰოლის მიღებისგან პრეპარატით მკურნალობის დროს.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, უნდა გაკონტროლდეს გლუკოზა სისხლში.
რეაქციის სისწრაფეზე მოქმედების უნარი ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს. პრეპარატის მიღების დროს თავი უნდა შევიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობისგან.
ჭარბი დოზირება
თიოქტაციდი 600 T
სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: სიმპტომატური. სპეციფიური ანტიდოტი არ არის.
თიოქტაციდი 600 HR
ალფა-ლიპოის მჟავას შემთხვევითი ან განზრახ (სუიციდალური) პერორალური მიღების შედეგად დოზით 10-დან 40 გ-მდე ალკოჰოლთან შეთავსებით შეიმჩნეოდა ინტოქსიკაციის სერიოზული ნიშნები, რომელთაც ზოგჯერ მოყვება ფატალური შედეგი.
ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნები თავდაპირველად შეიძლება გამოვლინდეს ფსიქომოტორული დარღვევის ან გონების არევის სახით. შემდეგ მათ, როგორც წესი, ახლავს გენერალიზებული კრუნჩხვითი შეტევები და ლაქტატ-აციდოზის განვითარება. როგორც ალფა-ლიპოის მჟავას მაღალი დოზებით ინტოქსიკაციის შედეგი აღწერილი იქნა ჰიპოკლიკემია, შოკი, რაბდომილიოზი, ჰემოლიზი, დისემინირებული შიდა სისხლძარღვოვანი შედედება (ДВС – სინდრომი), ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითება და მრავლობითი ორგანული უკმარისობა.
ინტოქსიკაციის მკურნალობა.
თიოქტაციდით შესაძლო ინტოქსიკაციიასთან დაკავშირებით ყველაზე მცირე საშიშროების დროს (მაგალითად დიდებში 10 ტაბლეტზე მეტის მიღება დოზით 600 მგ ან ბავშვისთვის ტანის მასის 50მგ/კგ მეტის მიღება) ნაჩვენებია დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაცია ზოგადთერაპიული ღონისძიებების ჩატარებით დეზინტოქსიკაციამდე (მაგალითად, ღებინების ხელოვნური გამოწვევა, კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება).
გენერალიზებული კრუნჩხვების, ლაქტატ-აციდოზისა და ყველა სხვა მდგომარეობის მკურნალობისას, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ სიცოცხლეს ინტოქსიკაციის შედეგად, უნდა ვიხელმძღვანელოთ თანამედროვე ინტენსიური თერაპიისა და სიმპტომატური მიდგომის მეთოდებით. დღემდე ჰემოდიალიზის, ჰემოპერფუზიის ან ფილტრაციის მეთოდების ეფექტურობა ალფა-ლიპოის მჟავის გამოყვანის დასაჩქარებლად ჯერ არ არის დამტკიცებული.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ამცირებს ცისპლატინის ეფექტურობას. აძლიერებს ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას. არ მიიღოთ პრეპარატი რინგერის და დექსტროზის ხსნარებთან ერთდრულოად, შენაერთებთან (მათ შორის მათ ხსნარებთან), რომლებიც შედიან რეაქციაში დისულფიდურ და SH – ჯგუფებთან, ეტანოლთან იმის გამო, რომ თიოქთის მჟავა წარმოქმნის საინფუზიო ხსნარებში შემცველ შაქართან ძნელად ხსნად ქიმიურ შენაერთს (კომპლექსებს). არ დანიშნოთ პრეპარატი ლითონის შემცველ პრეპარატებთან ერთდროულად (რკინის, მაგნიუმის, კალციუმის პრეპარატებთან), რადგან ერთდროული მიღების დროს მოსალოდნელია მათი მოქმედების შესუსტება თიოქთის მჟავას ზემოქმედებისას.
შენახვის პირობები და ვადები
თიოქთაციდი 600 T – 4 წელი. თიოქთაციდი 600 HR – 5 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და სინათლისგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე 15-25°C.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით

Viewed 515 times by 124 viewers
ზოგადი ინფორმაცია
კრეზამი 25000. KREZAM 25000. საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – პანკრეატინი. Pancreatin. მწარმოებელი ფირმა – შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გამოდის 300მგ–იანი კაფსულის ფორმით. პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს 300 მგ პანკრეატინს, ფერმენტული აქტივობით: ლიპაზა 25000 ს.ე. (Ph. Eur.), ამილაზა 18000 ს.ე. (Ph. Eur.), პროტეაზა 1500 ს.ე. (Ph. Eur.). კაფსულა შეიცავს პანკრეატინს ნაწლავში ხსნადი მინიმიკროსფეროების სახით, რომელიც მდგრადია კუჭის წვენის მოქმედებისადმი.
აქტიური ნივთიერება
პანკრეატინი. Pancreatin. პანკრეატინს მიაკუთვნებენ ფერმენტების და ანტიფერმენტების ჯგუფს.
სინონიმები
მეზიმ ფორტე 10000 (Mezym® forte 10000, Berlin -Chemie Menarini, გერმანია). ფერმენტინი (Fermentin, G P C, აშშ ), ფლატონი (FLATON, Bilim, თურქეთი).
ამავე მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ
ენზინანი (Enzinan, Asfarm, რუმინეთი; pancreatine, papain, aloe vera), ენზიმინი (Enzymin, Avita, თურქეთი; pancreatine, simethicone).
პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობა
- მუკოვისციდოზი
- პანკრეატიტი ქრონიკული
- პანკრეატექტომია
- სიმსივნე კუჭქვეშა ჯირკვლის
- ობსტრუქცია სადინარების, სიმსივნით განპირობებული (მაგ.: კუჭქვეშა ჯირკვლის ან ნაღვლის საერთო სადინარის ობსტრუქცია)
- შვახმან-დაიმონდის სინდრომი
- ასაკოვანი პაციენტები
- საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა
- ქოლეცისტექტომიის (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა) შემდგომი პერიოდი
- რეზექცია კუჭის, ნაწილობრივი (ბილროტ-I/II)
- გასტრექტომია ტოტალური
- დუოდენოსტაზი
- გასტროსტაზი
- ობსტრუქცია ბილიარული
- ჰეპატიტი ქოლესტაზური
- ციროზი ღვიძლის
- წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის პათოლოგია
- წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი ზრდა
- არასწორი კვების რეჟიმი, საჭმლის მონელების პროცესის გასაუმჯობესებლად პაციენტებში ნორმალური კუჭ-ნაწლავის ფუნქციით
- მომზადება მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის
პრეპარატის საფირმო აღწერიდან
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფერმენტული პრეპარატი, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. პრეპარატის შემადგენელი ფერმენტები – ამილაზა, ლიპაზა და პროტეაზა ხელს უწყობენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მონელებასა და წვრილ ნაწლავში მათ შემდგომ სრულ აბსორბციას.
კრეზამი 25000-ის კაფსულა სწრაფად იხსნება კუჭში, გამოთავისუფლდება ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული მინიმიკროსფეროები, ერევიან ნაწლავის შიგთავსს და თანაბრად გადანაწილდებიან მასში. მინიმიკროსფეროების წვრილ ნაწლავში მოხვედრის შემდეგ, ირღვევა მათი ნაწლავში ხსნადი გარსი, ხდება ლიპოლიზური, ამინოლოზური და პროტეოლიზური აქტივობის მქონე ფერმენტების გამოთავისუფლდება, რაც უზრუნველყოფს ცხიმების, სახამებლისა და ლიპიდების დეზინტეგრაციას.
ლიპაზა ჰიდროლიზის გზით შლის ცხიმებს ცხიმოვან მჟავებად და გლიცეროლად, ამილაზა – ნახშირწყლებს დექსტრინად და შაქრად, პროტეაზა – ცილებს.
ჩვენებები
კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობისას ჩანაცვლებითი თერაპიის სახით:
- მუკოვისციდოზი;
- ქრონიკული პანკრეატიტი;
- პანკრეატექტომია;
- კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე;
- სიმსივნით განპირობებული სადინარების ობსტრუქცია (მაგ.: კუჭქვეშა ჯირკვლის ან ნაღვლის საერთო სადინარის ობსტრუქცია;
- შვახმან-დაიმონდის სინდრომი;
- ასაკოვანი პაციენტები.
საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის დროს სიმპტომური თერაპიის სახით:
- ქოლეცისტექტომიის (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა) შემდგომი პერიოდი;
- კუჭის ნაწილობრივი რეზექცია (ბილროტ-I/II);
- ტოტალური გასტრექტომია;
- დუოდენო – და გასტროსტაზი;
- ბილიარული ობსტრუქცია;
- ქოლესტაზური ჰეპატიტი;
- ღვიძლის ციროზი;
- წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის პათოლოგია;
- წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი ზრდა.
პრეპარატი გამოიყენება ასევე:
- საჭმლის მონელების პროცესის გასაუმჯობესებლად პაციენტებში ნორმალური კუჭ-ნაწლავის ფუნქციით, მაგრამ არასწორი კვების რეჟიმით;
- მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის მომზადების მიზნით.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმისა და დიეტის შემადგენლობის მიხედვით.
რეკომენდებულია პრეპარატის ერთჯერადი დოზის ნახევარი ან მესამედი დაინიშნოს ჭამის წინ, ხოლო დანარჩენი – უშუალოდ ჭამის დროს.
კაფსულები ან მინიმიკროსფეროები მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. გაძნელებული ყლაპვის შემთხვევაში (პატარა ბავშვებში და ასაკოვან პაციენტებში) კაფსულები ფრთხილად უნდა გაიხსნას, მინიმიკროსფეროები შეერიოს თხევად საკვებს ან სითხეს და უნდა მიიღონ მომზადებისთანავე. დაუშვებელია მინიმიკროსფეროების საკვებთან ან ისეთ სითხესთან შერევა, რომელთა მჟავიანობა მეტია 5,5-ზე, რადგან ამ შემთხვევაში ხდება მიკროსფეროების გარსის დარღვევა, რომელიც იცავს მას კუჭის წვენის მოქმედებისგან.
მუკოვისციდოზი:
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად სხეულის წონის მიხედვით.
საწყისი დოზა 4 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგენს ლიპაზას აქტივობაზე გადაანგარიშებით – 1000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა/კგ სხეულის წონაზე ყოველი ჭამის დროს, ხოლო 4 წლის ზემოთ – 500 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა/კგ სხეულის წონაზე ყოველი ჭამის დროს.
მისაღები დოზის რეგულირება ხდება დაავადების სიმპტომების გამოხატულების, სტეატორეის კონტროლით და სწორი კვებითი რეჟიმის შენარჩუნებით.
პაციენტების უმეტესობისათვის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში.
დოზირება სხვა მდგომარეობების დროს, რომელთაც თან ახლავს კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობა:
დოზირება ხდება პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით – საჭმლის მონელების უკმარისობის და საკვებში ცხიმის შემცველობის მიხედვით.
ძირითად კვებასთან (სადილი, საუზმე, ვახშამი) ერთად პრეპარატის მისაღები დოზა მერყეობს 20000-დან 75000-მდე ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზაზე გადაანგარიშებით, ხოლო მსუბუქი კვების შემთხვევაში – 5000 – 25000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზაზე გადაანგარიშებით.
ჩვეულებრივ პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 10000 – 25000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა ძირითად კვებასთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში შასაძლებელია დოზის გაზრდა სტეატორეის შემცირებისა და კარგი კვებითი მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით.
ჩვეულებრივ, პაციენტმა საკვებთან ერთად უნდა მიიღოს არანაკლებ 20000-50000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლენა, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, ყაბზობა, დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევა, პერიანალური არის გაღიზიანება. პანკრეატინის დიდი დოზით ხანგრძლივად მკურნალობისას ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერურიკოზურია, ჰიპერურიკემია.
უკუჩვენება
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- მწვავე პანკრეატიტი, ქრონიკული პანკრეატიტი გამწვავების ფაზაში;
- ღვიძლის მძიმე ფორმის დაავადებები სისხლში ბილირუბინის მაღალი დონით;
- მექანიკური სიყვითლე;
- ნაღვლის ბუშტის ემპიემა;
- ნაწლავის გაუვალობა;
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
უსაფრთხოების ზომები
კრეზამი 25000-ის კაფსულები და/ან მინიმიკროსფეროები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
პრეპარატით ხანგრძლივად მკურნალობის დროს მუკოვისციდოზით დაავადებული ბავშვები უნდა იმყოფებოდნენ სპეციალისტის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში მუკოვისციდოზით, რომლებიც მკურნალობენ პანკრეატინის დიდი დოზით. უსაფრთხოების მიზნით, მსხვილი ნაწლავის დაზიანების თავიდან აცილების გამო, პაციენტებში მუკოვისციდოზით რეკომენდებულია მუცლის ღრუს ყველა გამოვლენილი სიმპტომის ან ცვლილების კონტროლი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ პაციენტი დღე-ღამეში იღებს 10000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა/კგ სხეულის წონაზე მეტ დოზას.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ფერმენტული პრეპარატების გამოყენების უსაფრთხოების არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო, პრეპარატი აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი შედეგი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე ან ბავშვზე გავლენის უარყოფით რისკს.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ჰიპერურიკურია და ჰიპერურიკემია.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომური თერაპია.
პრეპარატის უარყოფითი გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გამოვლენილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ფერმენტული პრეპარატებისა და რკინისა ან ფოლის მჟავას შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღებისას ქვეითდება ამ უკანასკნელთა შეწოვა.
ჰისტამინის H2 რეცეპტორის ბლოკატორებთან, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებსა და ანტაციდებთან ერთდროული მიღებისას ქვეითდება პანკრეატინის ეფექტურობა.
პრეპარატი ზრდის პარაამინოსალიცილის მჟავას, სულფონამიდებისა და ანტიბიოტიკების აბსორბციას.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი.
ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე!

Viewed 1116 times by 220 viewers
ზოგადი ინფორმაცია
ლივოლაიტი. Livolayt. ჰეპატოპროტექტორების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – CBS Pharmaceuticals (ინდოეთი).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გამოდის კაფსულების ფორმით. ყოველი კაფსულა შეიცავს სილიმარინს (სილიბინი) 70 მგ, თიამინის მონონიტრატს ბ.ფ. 5 მგ, რიბოვფლავინს ბ.ფ. 5 მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს ბ.ფ. 2.5 მგ, ნიაცინამიდს ბ.ფ. 50 მგ, კალციუმის პანთოთენატს ბ.ფ. 7.5 მგ, ვიტამინ B 12–ს ბ.ფ. 5 მკგ.
პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- ჰეპატიტები ინფექციური, ქრონიკული
- ჰეპატიტები ტოქსიკური, ქრონიკული
- ღვიძლის დაზიანება, ალკოჰოლური
- ღვიძლის დაზიანება, მედიკამენტოზური (ანტიბაქტერიული, ტუბერკოლოზის საწინააღმდეგო, ფსიქოტროპული და სხვ. საშუალებების მიღება)
- ჰეპატიტი ვირუსული
- ციროზი ღვიძლის
- ღვიძლის დისტროფია ცხიმოვანი, სხვადასხვა ეტიოლოგიის (მათ შორის შაქრიანი დიაბეტის დროს)
- ფსორიაზის რეციდივები
- ტოქსიკოზი ორსულთა
- დისპეფსიის სინდრომი
- მადის დაკარგვა
- ნაღვლის სადინარის ანთება
პრეპარატის საფირმო აღწერიდან
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლივოლაიტი ახდენს როგორც თერაპიულ, ასევე პროფილაქტიკურ ჰეპატოპროტექტულ მოქმედებას. მის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს სილიმარინი – მცენარეული წარმოშობის ფლავონოიდებისაგან წარმოებული. ლივოლაიტის მოქმედებას საფუძვლად უდევს სილიმარინისა (ლაქოვანი რასტოროპშას ექსტრაქტი) და B ჯგუფის ვიტამინების ოპტიმალური კომბინაცია.
სილიმარინი – ეს არის მცენარეული წარმოშობის ფლავონოიდების ნახევრად სინთეზური წარმოებული, ჰეპატოტოქსიკური აგენტის ზემოქმედების შემთხვევაში იცავს ღვიძლის უჯრედების მემბრანას და ხელს უშლის მათ დესტრუქციას. აუმჯობესებს უჯრედოვან ცვლას, იზრდება უჯრედების მიტოზური აქტივობა. ასტიმულირებს ცილის ბიოსინთეზის ძირითადი წყაროს რიბოსომული რნმ-ს სინთეზს, რომელიც აუცილებელია ღვიძლში რეპარაციული რეაქციებისათვის. არეგულირებს ცხიმების ცვლას, რის შედეგსაც წარმოადგენს ღვიძლში ცხიმების დაგროვების შემცირება და სისხლში ლიპიდების აღდგენა. სილიმარინი ახდენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას – გააჩნია თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზების უნარი, რომლებიც წარმოიქმნებიან როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს. სილიმარინი ხელს უშლის ჰეპატოციტების კედლებისა და კუპფერის უჯრედების დაზიანებას, თავისუფალი რადიკალური ჯგუფების არსებობა იძლევა ღვიძლის დაზიანების აცილების საშუალებას სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების მიღებისას და ორგანიზმში სხვადასხვა ტოქსინების (ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ჰერბიციდები, პესტიციდები, საკვები ტოქსინები) მოხვედრისას.
ლივოლაიტი შეიცავს დამატებით კომპონენტებსაც – B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსს.
როგორც ცნობილია, B ჯგუფის ვიტამინები წარმოადგენენ ფერმენტატიული პროცესების კატალიზატორს, მათ შორის ღვიძლში.
ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) ასრულებს მნიშვნელოვან როლს ცილის, ცხიმისა და ნახშირწყლების ცვლაში, რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების დროს.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინის ჰიდროქლორიდი) ხელს უწყობს ლიპიდების ცვლის ნორმალიზაციას, ასევე B6 ვიტამინის გარდაქმნას მის აქტიურ ფორმაში პირიდოქსალ 5 ფოსფატი.
ვიტამინი B5 (კალციუმის პანთოთენატი) წარმატებით მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლაში. PP ვიტამინის (ნიაცინამიდი) მიღება იძლევა ღვიძლში ლიპიდების ცვლის უფრო ეფექტურად ნორმალიზების საშუალებას, იწვევს სისხლში ათეროგენური ლიპიდების დონის შემცირებას, აუმჯობესებს ნახშირწყლებისა და აზოტის ცვლას.
ჩვენებები
- ინფექციური, ტოქსიკური, ქრონიკული ჰეპატიტები;
- ღვიძლის ალკოჰოლური და მედიკამენტოზური დაზიანება (ანტიბაქტერიული, ტუბერკოლოზის საწინააღმდეგო, ფსიქოტროპული და სხვ. საშუალებების მიღება);
- ვირუსული ჰეპატიტი;
- ღვიძლის ციროზი;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია (მათ შორის შაქრიანი დიაბეტის დროს);
- ფსორიაზის რეციდივების სიხშირის შემცირება;
- ორსულთა ტოქსიკოზი;
- დისპეფსიის სინდრომი, მადის დაკარგვა;
- ნაღვლის სადინარის ანთება.
მიღების წესები და დოზები
დიდებისთვის – მსუბუქ შემთხვევებში 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ. მძიმე ფორმების შემთხვევაში 2-2 კაფსულა 2-ჯერ.
ბავშვებისთვის – 5-10 მგ/კგ/დღე-ღამეში. 5-6 წლის ბავშვებს 1 კაფსულა დღეში 1 ჭამის შემდეგ. 6-8 წლის ბავშვებს 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი 1-2 თვე. განმეორებითი მკურნალობა 1-3 თვის შემდეგ.

Viewed 1062 times by 198 viewers


