Tag Archives: ჰიალინოზით

ცილინდრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცილინდრომა – (cyindroma; ცილინდრი + – oma სიმსივნე; სინ.: ადენოცისტური კიბო) ავთვისებიანი ეპითელური სიმსივნე, რომელიც ხასიათდება ცილინდრული სტრუქტურების წარმოქმნითა და სტრომის ჰიალინოზით. ცილინდრომა ვითარდება სანერწყვე ჯირკვლებში, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს საცრემლე ჯირკვლებშიც, ზედა სასუნთქი გზების, ბრონქების, საყლაპავის, საშვილოსნოს ყელის ლორწოვან ჯირკვლებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

ტიმპანოსკლეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტიმპანოსკლეროზი – დაავადება, რომელიც ხასიათდება შემაერთებელი ქსოვილის ზრდით შუა ყურის ლორწოვან გარსში მისი შემდგომი ჰიალინოზით, გაკიროვნებით და გაძვლოვანებით, რაც იწვევს ყურის ბგერის გამტარი აპარატის დაზიანებას და სმენის დაქვეითებას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა