Tag Archives: ჰიალურინის მჟავა

ჰიალურონის მჟავას პრეპარატები

ჰიალურონის მჟავას პრეპარატები (რესტილაინი, პერლაინი, იუვიდერმი)

კანის სიკვრივესა და ელასტიკურობას განაპირობებს მასში არსებული ჰიალურონის მჟავა. 25 წლის შემდეგ მისი გამომუშავება ქვეითდება და შედეგიც თანდათანობით თავს იჩენს – კანი კარგავს სიმკვრივესა და ელასტიკურობას, ჩნდება ნაოჭები, იცვლება სახის ფერი. ამგვარი მოვლენების თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებაა ჰიალურონის მჟავას პრეპარატების (რესტილაინი, პერლაინი, იუვიდერმი და სხვ.) კანქვეშა ინექციები. როგორც წესი, ინექცია არ იწვევს ალერგიას, გამაახალგაზრდავებელი ეფექტი კი საკმაოდ საწრაფად, შეიძლება ითქვას, დაუყონებლივ  დგება.

Read More

კონტურული პლასტიკა

კონტურული პლასტიკა (ინექციური კორექცია)

კონტურული პლასტიკა – ესაა კოსმეტიკური პროცედურების კომპლექსი, რომელიც მიმართულია მიმიკური ნაოჭების მოსაცილებლად და სახის კონტურების აღსადგენად. კონტურული პლასტიკის დროს კანქვეშ შეჰყავთ სპეციალური პრეპარატები; შედეგად კანი ახალგაზრდავდება, ნაოჭები სწორდება; შესაძლებელია ასევე ტუჩის მოცულობისა და ფორმის კორექცია.  კონტურული პლასტიკის დროს იყენებენ ჰიალურონის მჟავას პრეპარატებს (რესტილაინი, პერლაინი, იუვიდერმი და სხვა). პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოა. ერთი ინექცია საკმარისია ეფექტის შესანარჩუნებლად ერთი წლის განმავლობაში.

Read More