Tag Archives: ჰიპერბილირუბინემია

როტორის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როტორის სინდრომი – (A. B. Rotor, ფილიპინ. თერაპევტი; სინ.: Rotor – ის ტიპის იდიოპათური ჰიპერბილირუბინემია)  მემკვიდრეობითი ჰიპერბილირუბინემია, რომელიც ხასიათდება სისხლში შებოჭილი ბილირუბინის შემცველობის ზომიერი მომატებით და  შარდთან კორპოპორფინების მომატებული გამოყოფით, ღვიძლის სხვა ცვლილებების არარსებობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჟილბერ – მეილენგრახტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჟილბერ – მეილენგრახტის სინდრომი – (N. A. Gilbert, ფრან. ექიმი; Е. Meulengracht,  შვედი ექიმი; სინ.: კონსტიტუციური ბილირუბინემია, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია, იდიოპათიკური ჰიპერბილირუბინემია, ჟილბერის დაავადება)მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ბილირუბინის ცვლის მოშლით, ფერმენტ გლუკურონოზილტრანსფერაზის არასაკმარისი აქტივობით, რაც ვლინდება სიყვითლით, სისხლში არაპირდაპირი ბილირუბინის შემცველობის უმნიშვნელო მომატებით; გადაეცემა აუტოსომურ – დომინანტური ტიპით.

Read More