Tag Archives: ჰიპეროსტოზი

კამურატი – ენგელმანის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კამურატი – ენგელმანის დაავადება – (M. Camurati იტალიელი ექიმი; G. Engelmann ავსტრ. ქირურგი და ორთოპედი) მემკვიდრეობითი სისტემური დიაფიზური ჰიპეროსტოზი ინვოლუციური მიოპათიით დაავადებულ ბავშვებში; მიეკუთვნება გენერალიზებული ოსტეოსკლეროზის სინდრომებს. ხშირად ზიანდება ბარძაყის, მხრისა და წვივის ძვლები, დანარჩენ ძვლებში აღინიშნება ზომიერი ცვლილებები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს

Read More

იულინგერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი იულინგერის სინდრომი – ჰიპერტროფიული ოსტეოდერმოპათია, გენერალიზებული ჰიპეროსტოზი პაქიდერმიით. ნიშნები: კიდურთა დაგრძელება, ლულისებრი ძვლებისა და მენჯის ძვლების ჰიპეროსტოზი, პაქიდემია განსაკუთრებით წინამხარისა და კოჭის მიდამოში, თავის ქალასა და შუბლზე, თითები დოლის ჩხირისებრი, ყურის ნიჟარები გასქელებული, ფრჩხილები – საათის მინისებური. დაავადება იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში, უფრო ხშირად მამაკაცებში. პროგრესირება ნელია

Read More