სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

Posts Tagged ‘ჰიპერპლაზია’

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რედემეკერის სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომლის დროსაც აღინიშნება ინფექციებისადმი მომატებული მგრძნობელობა, ლიმფური კვანძების ჰიპერპლაზია და სისხლის პროტეინების არასრულფასოვნება. დაავადება ვლინდება ძუძუმწოვარა ბავშვებში პიოდერმიით, ეგზემით, ჰემორაგიული დიათეზით, აგრეთვე სხვა ნიშნებით: ქრონიკული ოტორეით, ბრონქოპნევმონიით  -  მორეციდივე მენინგიტით, სპლენომეგალიით, ლეიკოციტოზით, თრომბოპენიით, ჰიპოგამაგლობულინემიით, ძვლის ტვინში  -  ინტერმიტირებული მეგაკარიოციტოპენიით. პროგნოზი ცუდია. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 1157 times by 180 viewers

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პაქიდერმია – (pachydermia; პაქი – + ბერძ. derma კანი) კანის ყველა შრის მყარი ჰიპერტროფია და ჰიპერპლაზია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 384 times by 150 viewers

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოსლერ – რანდიუს დაავადება – (W. Osler, ინგლ. ექიმი; სინ.: ოსლერის დაავადება, ჰემორაგიული ანგიომატოზი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება წვრილი სისხლძარღვების (ვენულებისა და კაპილარების) ლოკალური გაფართოებით მათი სტრუქტურული არასრულფასოვნების გამო და ჰემორაგიების გამოვლინებებით. სისხლდენის მოცემული ფორმა წარმოადგენს სისხლძარღვოვან დაავადებას, იმდენად, რამდენადაც ოსლერ – რანდიუს დაავადების დროს კოაგულაციური და თრომბოციტული ჰემოსტაზი დარღვეული არ არის. დაავადებისათვის დამახასიათებელია ხშირი, პროფუზული სისხლდენები ცხვირიდან, რომლებიც დაკავშირებული არ არის გარეშე მიზეზებთან. იშვიათად აღინიშნება სისხლდენები კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან, ფილტვებიდან, თირკმელებიდან, შარდგამომყოფი გზებიდან, სისხლჩაქცევები ტვინში, მის გარსებში, ბადურაში. ტელეანგიექტაზიები აღენიშნებათ ნებისმიერი ასაკის ავადმყოფებს; დამახასიათებელია ჰიპოქრომული, მიკროციტული, რკინადეფიციტური ანემია, ხოლო სისხლის უხვი დანაკარგის დროს – ძვლის ტვინის ერითროიდული ელემენტების ჰიპერპლაზია, რეტიკულოციტოზი, თრომბოციტოზი. მკურნალობა სიმპტომატურია; პროგნოზი – შემთხვევათა უმრავლესობაში სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 2228 times by 317 viewers

konsultaciebi

vaka