Tag Archives: ჰიპერქრ

ჰიპერქრომაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერქრომაზია – (hyperchromasia; ჰიპერ –  + ბერძ. chroma ფერი, შეფერვა; სინ. ჰიპერქრომია) ერითროციტების გაძლიერებული შეფერვა მათში ჰემოგლობინის შემცველობის მომატებით; ხასიათდება ფერადობის მაჩვენებლის მომატებით (1,0 ზემოთ); აღინიშნება ზოგიერთი ჰემოლიზური ანემიების დროს, შერწყმული მაკროციტოზთან და მეგალოციტოზთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ოროტაციდურია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოროტაციდურია – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება პირიმიდინების მეტაბოლიზმის დარღვევით და ვლინდება შარდთან ერთად ოროტის მჟავას მომატებული ექსკრეციით, მეგალობლასტური ანემიით, გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხებით. დაავადება კლინიკურად ვლინდება ბავშვის სიცოცხლის მე – 3 თვეზე: აღინიშნება მძიმე ანემია (კანისა და ხილული ლორწოვანის სიფერმკრთალე), მოდუნება, სისუსტე, ფიზიკურ და გონებრივ

Read More