Tag Archives: ჰისტამინი

ჰისტამინაზა

განმარტებითი ლექსიკონი ჰისტამინაზა – ადამიანის ორგანიზმში ფართოდ გავრცელებული ფერმენტი, რომელიც ჰისტამინის ინაქტივაციას ახდენს.  

ჰისტამინი

ჰისტამინი – ჰისტიდინის ამინომჟავას წარმოებული. შედის არააქტიური, შეკავშირებული სახით ცხოველებისა და ადამიანის ორგანოებსა და ქსოვილებში. მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოთავისუფლდება ალერგიული რეაქციებისას, შოკის დროს, დამწვრობისას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი