ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა)

ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა) – ხასიათდება თირკმლის ფუნქციების, პირველ ყოვლისა გამომყოფი ფუნქციის დარღვევით, სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების თანდათანობითი დაგროვებით. აღნიშნული პათოლოგია არის თირკმლების მრავალი ქრონიკული დიფუზური დაავადების შედეგი: ქრონიკული ნეფრიტი, ამილოიდოზი, პიელონეფრიტი, სისტემური სისხლძარღვოვანი დაავადებები (კვანძოვანი პერიარტერიიტი, სისტემური წითელი მგლურა). Read More …

ქრონიკული ნეფრიტი

ქრონიკული ნეფრიტი – დაავადება თირკმლების პარენქიმის ორმხრივი დაზიანებითა და მათი ფუნქციების თანდათანობითი შემცირებით. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, ზოგჯერ გამწვავებებით, ხშირად ხასიათდება ხანგრძლივი, მრავალწლიანი მიმდინარეობით. დაავადების განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება ჰუმორული და უჯრედული იმუნიტეტის დარღვევებს; განასხვავებენ ქრონიკული ნეფრიტის რამდენიმე ვარიანტს. ჰიპერტონული ტიპის ნეფრიტი Read More …

ქრონიკული გასტრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული გასტრიტი – კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება, რასაც მივყავართ მის ატროფიამდე. დაავადების განვითარება ხდება კვების რეჟიმის სისტემატური დარღვევებისას, ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებისას, ზოგიერთი სხვა დაავადებისას. სიმპტომები. ჭამის შემდეგ მოკლე დროში სიმძიმის შეგრძნება ფერდქვეშა Read More …

ფიშერ – ევანსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიშერ – ევანსის სინდრომი – (J. A. Fisher; R. S. Evans. ამერიკ. ექიმები; სინ.: ევანსის სინდრომი) აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიისა და აუტოიმუნური თრომბოციტოპენიის შერწყმა. გამოყოფენ ფიშერ – ევანსის სინდრომის სიმპტომატურ და იდიოპათურ ფორმებს. Read More …

ფილტვების იდიოპათიკური ჰემოსიდეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვების იდიოპათიკური ჰემოსიდეროზი – (haemosiderosis idiopathica pulmonum; ბერძ. Idios საკუთარი, განსაკუთრებული + pathos ავადმყოფობა; სინ.: ფილტვის ესენციური ჰემოსიდეროზი, ცელენ – გელერსტედტის დაავადება)დაავადება, რომელიც ხასიათდება ფილტვებში განმეორებითი სისხლჩაქცევებით, ფილტვების სკლეროზისა და ჰემოსიდეროზის განვითარებით, Read More …

ფასციოლოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფასციოლოზი – ადამიანისა და ცხოველების ჰელმინთოზი, რომელიც ხასიათდება ქრონიკული მიმდინარეობით, უპირატესად ნაღვლგამომყოფი სისტემის დაზიანებით, ზოგჯერ  –  ანემიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფანკონის ანემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფანკონის ანემია – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ძვლის ტვინის ჰიპოპლაზიით, ანემიით, ლეიკოპენიით, თრომბოციტოპენიით, რაც შერწყმულია კანის, ძვლოვანი სისტემის, შინაგანი ორგანოების განვითარების ანომალიებთან, ჰიპოგენიტალიზმთან, მიკროცეფალიასთან და სხვ. მკურნალობა – ძვლის ტვინის გადანერგვა. Read More …

უიპლის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უიპლის დაავადება – იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება ლიპიდური ცვლის დარღვევით, ლიპიდურ – პოლისაქარიდული კომპლექსების დაგროვებით და ანთებითი რეაქციებით სხვადასხვა ორგანოებში. გამომწვევია ჩხირისებრი ბაქტერია. დაავადების მიმდინარეობაში გამოყოფენ 3 ფაზას. თავდაპირველად ვლინდება სისუსტით, ართრალგიებით, Read More …

სპრუ

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპრუ – გახანგრძლივებული ენტერიტი, რომელიც მიმდინარეობს შეწოვის დარღვევით და ანემიით. სავარაუდოდ მისი გამომწვევია ენტერობაქტერია. დაავადება ვითარდება თანდათანობით. ძირითადი სიმპტომებია: ხშირი, უხვი განავალი, მუცლის შებერვა,  ენაზე ეროზიები და მისი დვრილების ატროფია, სიგამხდრე, მძიმე Read More …

პროსად – კოუზის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროსად – კოუზის სინდრომი – (A. S. Prasad, ამერ. ექიმი; D. W. Koza, ამერ. ექიმი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში გამა – გლობულინების არარსებობით; ვლინდება ლიმფური კვანძების, ღვიძლის, ელენთის გადიდებით, ჰემოლიზური ანემიით; Read More …