დიფერენციული ცენტრიფუგირება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიფერენციული ცენტრიფუგირება – ნარევის (ან ქსოვილიანი ჰომოგენატის) გაყოფა შემადგენელ ნაწილებად (ფრაქციებად) სპეციალური აპარატების – ზესიჩქარის ცენტრიფუგების მეშვეობით. ციტოლოგიაში ამ მეთოდს იყენებენ იზოლირებული უჯრედული სტრუქტურული კომპონენტების: ბირთვების, ბირთვაკების, მიტოქონდრიების, ქრომოსომებისა და სხვ. მისაღებად. Read More …

გასტრულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გასტრულაცია – (gastrulatio ბერძნ.gaster – კუჭი) ემბრიოგენეზის პერიოდია, რომელიც დაყოფის მომდევნოა და რომლის დროსაც ბლას­ტულიდან წარმოიქმნება გასტრულა. მიმდინარეობს ჩანასახის განვითა­რების მეორე, მესამე კვირას გასტრულის – (gastrulata) წარმოქმნით. ნაწ­ლავღრუიანებსა და ღრუბელებში იგი ორშრიანია, Read More …