ჰისტიოციტომა

განმარტებითი ლექსიკონი ჰისტიოციტომა – სიმსივნე, რომლის შემადგენლობაში შედის უცხო ნივთიერებების და ბაქტერიების შთანთქმის უნარის მქონე მაკროფაგები და ჰისტიოციტები. .

ბაქტერი -,ბაქტერიო-

განმარტებითი ლექსიკონი ბაქტერი -,ბაქტერიო- -თავსართი,რომელიც  ბაქტერიებთან კავშირზე მიუთითებს.მაგალითად,ბაქტერიოლიზი – ბაქტერიული უჯრედების დაშლა.

აქტინობაცილა

განმარტებითი ლექსიკონი აქტინობაცილა – გრამუარყოფითი უმოძრაო სფერული ან ჩხირისებრი ფორმის აერობული ბაქტერიების გვარი.იშვიათ შემთხვევებში შეუძლიათ ზრდა განტოტებულ ძაფისებრ სტრუქტურებამდე.

ანტიტოქსინი

ანტიტოქსინი (antitoxin) – ორგანიზმში ფორმირებული ანტისხეული ბაქტერიული, მცენარეული ან ცხოველური ტოქსინების მოქმედებით. ანტიტოქსინს აქვს ტოქსინის განეიტრალების უნარი. ანტიტოქსინები მიეკუთვნება იმუნოგლობულინების G კლასს (IgG). პირველად ანტიტოქსიკური შრატი (ანტიდიფტერიული) მიღებული იყო ე. რუს მიერ 1894 წელს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი Read More …