ბაზოფილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაზოფილები – (ბიოლ.), უჯრედები, რომელთაც ახასიათებს ბაზოფილია. ბაზოფილებს უწოდებენ მარცვლოვანი ლეიკოციტებისა (ჯანმრთელი ადამიანის ბაზოფილები ლაიკოციტთა საერთო რაოდენობის 0,5 – 1% – ს შეადგენს) და აგრეთვე ჰიპოფიზის წინა წილის უჯრედების ერთ – ერთ Read More …

ადენოციტები D – ბაზოფილური

ლალი დათეშიძე ადენოციტები D – ბაზოფილური – (adenocyti D – basophili, LNH; სინ.: გონადოტროპოციტები, დელტა – ბაზოფილები, დელტა – უჯრედები) ადენოციტები, რომლებიც იღებებიან ფუძე საღებავებით და შეიცავენ სეკრეტულ გრანულებს ციტოპლაზმაში გლუკოპროტეიდების დიდი რაოდენობით; გამოიმუშავებენ გონადოტროპულ ჰორმონებს.

ადენოციტები B – ბაზოფილური

ლალი დათეშიძე ადენოციტები B – ბაზოფილური – (adenocyti B – basophili, LNH; სინ.: ადენოციტები ბაზოფილური, ბეტა – ბაზოფილები, ბეტა – უჯრედები) ადენოციტები, რომლებიც იღებებიან ფუძე საღებავებით და შეიცავენ სეკრეტულ გრანულებს ციტოპლაზმაში; ვარაუდობენ, რომ B – ბაზოფილური ადენოციტები გამოიმუშავებენ თირეოტროპულ ჰორმონს.