გენოტიპი – (genotypus ბერძნ.genos – დაბადება) უჯრედის ყველა მემკვიდრეობითი ფაქტორის ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებული არიან როგორც ბირთვთან (იხ. გენომი), ისე ციტოპლაზმასთან (იხ. პლაზმოგენები). გენოტიპი ქმნის ორგანიზმის მემკვიდრეობით საფუძველს, რომელიც წინაპართა ფორმების განვითარების შედეგთა თავისებური „ანაბეჭდია“. (იხ.გენები, უჯრედის მემკვიდრულობა, მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი). Read More …
ჭდე: berZnuli
ჭეშმარიტების კრიტერიუმი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჭეშმარიტების კრიტერიუმი – (ბერძნ. Kriterion – საზომი რაიმეს შესაფასებლად) ამა თუ იმ დებულების, ჰიპოთეზის, თეორიული აგებისა და ა. შ. ჭეშმარიტების ან მცდარობის შემოწმების საშუალება. ჭეშმარიტების კრიტერიუმი საზოგადოებრივი პრაქტიკაა. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. Read More …
წინამდებარე ჯირკვალი
წინამდებარე ჯირკვალი – 1. (prostata ბერძნ.prostates – ხელმძღვანელი, წარმდგენი) მამაკაცის სასქესო სისტემის დამატებითი ჯირკვალი, რომლის ტერმინალური ალვეოლურ – მილაკოვანი ნაწილები გამოყოფილია ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ჩანაფენებითა და გლუვი კუნთოვანი ქსოვილის ძლიერი კონებით. ჯირკვლის სეკრეტი ათხიერებს სპერმას, შეიცავს ჰორმონის მსგავს პროდუქტებს. (ც. Read More …
ძვლისაზრდელა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძვლისაზრდელა – 1. პერიოსტეუმი (ბერძნ. peri – ირგვლივ და osteon – ძვალი), შემაერთებელქსოვილოვანი შალითა რომლითაც დაფარულია ძვალი მთლიანად, სასახსრე ზედაპირების გარდა. ძვლისაზრდელა შედგება გარეთა ბოჭკოვანი, სისხლძარღვებით და მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებებით მდიდარი, შუა Read More …
ციტოქიმია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოქიმია – (cytochemia ბერძნ.cytos – უჯრედი და chemia – ქიმია) – ციტოლოგიის მიმართულება, რომლის ამოცანაა უჯრედში სხვადასხვა ნივთიერების ლოკალიზაციისა და უჯრედის განვითარების, ზრდისა და ფუნქციონირების პროცესში მათი ცვლილებების შესწავლა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. Read More …
ციტოფიზიოლოგია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოფიზიოლოგია – (cytophysiologia ბერძნ. cytos – უჯრედი, physis – ბუნება და logia – მოძღვრება, მეცნიერება) – ციტოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის უჯრედებისა და მათი სტრუქტურული კომპონენტების ფიზიოლოგიურ ფუნქციებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, Read More …
ციტოტროფობლასტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოტროფობლასტი – (cytotrophoblastus ბერძნ. cytos – უჯრედი და იხ.ტროფობლასტი) – ტროფობლასტის შიგნითა შრე, რომელიც შედგება კუბურ უჯრედთა (trophoblastocyti) ერთი შრისაგან. ციტოტროფობლასტის გარეთ მდებარეობს ტროფობლასტის სიმპლასტური ნაწილი – პლაზმოდიოტროფობლასტი. ტროფობლასტის მასალის დიფერენცირება უჯრედულ Read More …
ციტოტომია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოტომია – (cytotomia ბერძნ. cytos – უჯრედი და tome – გაკვეთა, გაყოფა) ორ შვილეულ უჯრედად დედისეული უჯრედის დაყოფის პროცესი მიტოზის ტელოფაზაში. იხ.სინ.ციტოკინეზი, პლაზმოტომია, ციტოპლაზმოტომია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის Read More …
ციტოსპექტროფოტომეტრია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოსპექტროფოტომეტრია – (cytospectrophotometria ბერძნ. cytos – უჯრედი, ლათ. spectro – დანახვა, ხილვა, ბერძნ.phos, photos – სინათლე და metron – ზომა) – უჯრედების ქიმიური შემადგენლობის შესწავლის მეთოდი, რომელიც დამყარებულია ამა თუ იმ ნივთიერების Read More …
ციტოსომა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოსომა – (cytosoma ბერძნ.cytos – უჯრედი და soma, somatos – სხეული) უჯრედის სხეული, ანუ უჯრედის ციტოპლაზმური მასა. ტერმინი შემოიღო (1891) ჰეკელმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 Read More …