გლობინი

განმარტებითი ლექსიკონი გლობინი – ორგანიზმში არსებული ცილა, რომელიც უკავშირდება რკინის შემცველ ჯგუფებს,რის შედეგად  წარმოიქმნება ჰემოგლობინი (აღინიშნება სისხლის წითელ უჯრედებში) და  მიოგლობინი  (აღინიშნება კუნთებში).

ალოიზოლეიცინი

განმარტებითი ლექსიკონი ალოიზოლეიცინი – იზოლეიცინის (ამინომჟავა,რომელიც არსებობს ცილების უმეტეს ნაწილში) ერთ-ერთი იზომერი.  

პლაზმინოგენის ქსოვილოვანი აქტივატორი

განმარტებითი ლექსიკონი პლაზმინოგენის ქსოვილოვანი აქტივატორი – ორგანიზმში არსებული ცილა,რომელსაც ძალუძს წარმოქმნილი თრომბების დაშლა.დღესდღებით  მას ღებულობენ გენური ინჟინერიის მეთოდებით.ეს ცილა მოითხოვს ორგანიზმში ფიბრინის (მისი კოფაქტორის) აუცილებელ არსებობას.მას გააჩნია ფიბრინის ზედაპირზე პლაზმინოგენის აქტივაციის უნარი,რაც განასხვავებს მას პლაზმინოგენის სხვა აქტივატორებისგან (სტრეპტოკინაზა და უროკინაზა).

სიმსივნური ანტიგენი

განმარტებითი ლექსიკონი სიმსივნური ანტიგენი – ცილა,რომელიც გამომუშავდება ავთვისებიანი უჯრედების მიერ.სისხლში მისი შემცვლელობა შეიძლება იყოს დადგენილი სისხლის ანალიზით.ეს ანალიზი გამოიყენება ავთვისებიანი მელანომის და  სიმსივნეების სხვა ზოგიერთი სახეობის დიაგნოსტიკისთვის მათი განვითარების ყველაზე ადრეულ სტადიაზე,როდესაც ისინი კარგად ემორჩილებიან მკურნალობას.

კარცინომოემბრიონული ანტიგენი

განმარტებითი ლექსიკონი კარცინომოემბრიონული ანტიგენი – ცილა,რომელიც გამომუშავდება ნაყოფის ორგანიზმში და ჯანმრთელ მოზდრილ ადამიანში არ ხვდება.შეიძლება გამომუშავდეს კარცინომის დროს (განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავის კარცინომის დროს),მაგრამ ეს არის ავთვისებიანი სიმსივნის მცირედ მგრძნობიარე მარკერი.კარცინომოემბრიონული ანტიგენი ონკოფეტალური ანტიგენის მაგალითია,რომელიც გამოიყენება როგორც სხვადასხვა სიმსივნეების ინდიკატორი.  

ციტოქსომოქსიდაზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოქსომოქსიდაზა – რთული ცილა, სუნთქვითი ფერმენტების ჯაჭვის საბოლოო კომპონენტი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფოსფოპროტეიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოსფოპროტეიდები – რთული ცილები, რომლებიც შეიცავენ ფოსფორმჟავას ნაშთებს. მათ მიეკუთვნება რძის კაზეინი, ქათმის კვერცხის ცილა, რიგი ფერმენტებისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფიბრინი

ფიბრინი – უხსნადი ცილა, რომელიც წარმოიქმნება ფიბრინოგენიდან სისხლის შედედების დროს. ფიბრინის ძაფები პოლიმერიზაციისას წარმოქმნის თრომბის საფუძველს, რომელიც აჩერებს სისხლდენას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფერიტინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფერიტინი – (ლათ. ferrum რკინა)   ღვიძლის, ელენთის, ძვლის ტვინის და ზოგიერთი სხვა ქსოვილის  რკინაშემცველი ცილა; წარმოადგენს ორგანიზმში რკინის სარეზერვო წყაროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტროპონინი Т

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტროპონინი Т – ცილა, რომელიც მონაწილეობს განივზოლიანი კუნთოვანი ბოჭკოების შეკუმშვის რეგულაციის პროცესში. წარმოადგენს მიოკარდის დაზიანების მაღალმგრძნობიარე მარკერს (კარდიომარკერი). სისხლში დაზიანებული კარდიომიოციტიდან ტროპონინი Т – ს გამოთავისუფლების დინამიკა ისეთია, რომ ეს მოლეკულა სისხლში ვლინდება  Read More …