ყაითნიანი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყაითნიანი უჯრედები – (cellulae microvillosae) – ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედები (ნაწლავის არშიიანი ეპითელიოციტი – epitheliocytus intestinalis cum limbo striato), რომელთა გარეთა ზედაპირზე არის მრავალრიცხოვანი მიკროხაოები , რომლებიც ქმნიან შემწოვ ყაითანს, ანუ კუტიკულას. იხ.სინ. Read More …

პანეტის უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პანეტის უჯრედები – (enterocyti cum granulo acidophilo) ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედები, რომლებიც უფრო ხშირია წვრილი ნაწლავის კრიპტების სიღრმეში. ეს უჯრედები ციტოპლაზმის აპიკა­ლურ ნაწილში შეიცავს ოქსიფილურ მარცვლოვანებას. უკანასკნელი ნაწლავის წვენის პეპტინურ აქტივობასთანაა დაკავშირებული. სინ. Read More …

ეგზოკრინოციტი აციდოფილური გრანულებით

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეგზოკრინოციტი აციდოფილური გრანულებით – (exocrino­cytus cum granulis acidophilis ბერძნ.exo – გარედან, crinein – გა­მო­ყოფა, cytos – უჯრედი, philia – სიყვარული; ლათ.granulum – მარ­ცვალი და acidus – მჟავა) ნაწლავის ეპითელიუმის აციდოფილური გრანუ­ლების შემცველი Read More …

აპიკალურმარცვლოვანი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აპიკალურმარცვლოვანი უჯრედები – (cellulae apicalogranu­lares; exocrinocyti cum granulis acidophilis) ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედები, რომლებიც ციტოპლაზმის აპიკალურ ნაწილში შეიცავენ მრავალრიცხოვან მკვრივ ოქსიფილურ გრანულებს. იხ.სინ. უჯრედები პანეტის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის Read More …