ცხიმოვანი ქსოვილი

ცხიმოვანი ქსოვილი – ცოცხალი ორგანიზმების შემაერთებელი ქსოვილის სახესხვაობა, რომლის შემადგენელი უჯრედები თითქმის მთლიანადაა ამოვსებული ცხიმოვანი წვეთებით; ასრულებს ენერგეტიკული დეპოს ფუნქციას, იცავს ორგანიზმს სითბოს დაკარგვისაგან. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები) – (cellulae adiposae / lipocyti – adipocyti / ) – ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმის მარაგს. ჩვეულებრივ, ამ უჯრედებში ცხიმოვანი ჩანართები ქმნის ერთ დიდ Read More …

ცხიმოვანი ემბოლია ტრავმული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხიმოვანი ემბოლია ტრავმული – სისხლძარღვების დაცობა ცხიმის წვეთებით, რომელიც ვითარდება ყველაზე უფრო ხშირად ლულოვანი ძვლების მრავლობითი მოტეხილობების დროს, რასაც თან ახლავს ძვლოვანი რბილი ქსოვილების ელემენტების გაჭყლეტა, პარენქიმული ორგანოების მნიშვნელოვანი დაზიანებები, ასევე თერმული Read More …

ცხიმები

ცხიმები – რთული ორგანული ნივთიერებები. წარმოადგენს გლიცერინისა და ერთფუძიანი ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერების ნარევს. ცილებთან, ნახშირწყებთან და ნუკლეინის მჟავებთან ერთად ცოცხალი ორგანიზმების აუცილებელი კომპონენტია. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია – ზედმეტი რაოდენობის ცხიმის დაგროვება ღვიძლის პარენქიმის უჯრედებში, რომელიც დაკავშირებულია ზოგიერთ ინტოქსიკაციასთან (ქრონიკული ალკოჰოლიზმი), მეტაბოლურ დარღვევებთან შაქრიანი დიაბეტის დროს, არარაციონალურ კვებასთან ცილების და ლიპოტროპული უკმარისობის ფონზე, ქრონიკულ ინფექციებთან (ტუბერკულოზი), აგრეთვე ზოგიერთი მედიკამენტის მიღებასთან (მაგალითად კორტიკოსტეროიდები).  სიმპტომები. კლინიკურ Read More …

უჯრედისი

უჯრედისი – 1. (tela cellulosa, tela cellularis)ანატომიაში – ფაშარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილი, ზოგჯერ ცხიმოვანი ქსოვილის ჩანართებით, რომელიც გარს ატყამს შინაგან ორგანოებს, ავსებს ნაპრალებს კუნთებს შორის, სისხლძარღვებს, ნერვებს და მათ ბუდეებს შორის; 2. ბიოქიმიაში – იხ. ცელულოზა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ Read More …

უჯრედების დეგენერაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების დეგენერაცია – (degeneratio cellularum ლათ. degenerare – გადაგვარება) –  უჯრედების გადაგვარება, როგორც მათი განვითარების (ფიზიოლოგიური დეგენერაცია) ანდა დამაზიანე­ბელი ფაქტორების მოქმედების შედეგი (პათოლოგიური დეგენერაცია). მორფოლოგიურად უჯრედის დეგენერაციის სურათი შეიძლება სულ სხვადასხვაგვარი იყოს. Read More …

ტეი – საქსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეი – საქსის სინდრომი – განგლიოდოზი. საქმე გვაქვს ცხიმოვანი ცვლის მოშლასთან (ლიპოიდოზი). ორგანიზმში არ არის ფერმენტი ჰექსოზამინადაზა, რის გამოც აღინიშნება განგლიოზის დაგროვება. გენი გადაიცემა ავტოსომურ – რეცესიული გზით. დაავადების სამი ფორმა გვხვდება: Read More …

სტერიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტერიდები – 1. სტეროიდების ჯგუფის სახელწოდება; 2. უმაღლესი ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერები სტეარინებითურთ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სტეატორეა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტეატორეა – განავალში ნეიტრალური ცხიმის, ცხიმოვანი მჟავების ან საპნების მომატებული შემცველობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა