ფერმენტები

ფერმენტები – (ლათ. Fermentum დუღილი; სინ.: ენზიმები) სპეციფიური ცილები, რომელთაც უნარი აქვთ რამდენჯერმე დააჩქარონ ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე  ქიმიური რეაქციები, ამასთან რეაქციის საბოლოო პროდუქტების შემადგენლობაში შეუსვლელად, ანუ წარმოადგენენ ბიოლოგიურ კატალიზატორებს. ყოველი ქიმიური რეაქცია, რომელიც მიმდინარეობს მიკროორგანიზმში, მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმში, კატალიზდება Read More …

უჯრედული გარსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედული გარსი – (tunica cellularis) – ცელულოზისა და სხვა ნივთიერებისაგან შემდგარი მკვრივი კედელი, რომელიც გარს ეკვრის მცენარეულ უჯრედს და ასრულებს დამცავ და საყრდენ ფუნქციებს. ასეთი უჯრედული გარსი აქვს მხოლოდ მცენარეულ უჯრედებს, ცხოველურ Read More …

ლიზისი

ლიზისი – 1. უჯრედებისა და ქსოვილების დაშლა საკუთარი ან უცხო ფერმენტების მოქმედებით; 2. სხეულის ტემპერატურის ნელი და თანდათანობით დაცემა ციებ – ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს, რომელსაც თან ახლავს დაავადების კლინიკური ნიშნების თანდათანობით შემცირება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი Read More …

ლეიცინი

ლეიცინი – (ბერძნ. leukos – თეთრი), ამინოიზოკაპრონმჟავა, მონოამინომონოკარბონმჟავათა ჯგუფის ამინომჟავა, უფერო კრისტალებია, tდნ 293 – 295°C, ცუდად იხსნება ცივ წყალში, მოლ. მასა 131,18. ლეიცინი შედის ყველა მცენარეულ და ცხოველურ ცილაში. ერთ – ერთი შეუცვლელი ამინომჟავაა. საკვებ პროდუქტებში ლეიცინის ნაკლებობა აფერხებს Read More …

ერბო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერბო – კარაქის გადადნობით მიღებული თეთრი ან ღია ყვითელი ფერის რბილი კონსისტენციის საკვები პროდუქტი, პლაზმისაგან განთავისუფლებული სუფთა რძის ცხიმი. ერბო შეიცავს 98% ცხიმს, 1% წყალს და 1% სხვა ნივთიერებას (ცილა, რძის შაქარი, Read More …

დისაქარიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დისაქარიდები – ნახშირწყლები, რომლებიც წარმოქმნილია ორი მონოსაქარიდის ნაშთისაგან. ცხოველურ და მცენარეულ ორგანიზმებში გავრცელებული დისაქარიდებია: საქაროზა, ლაქტოზა, მალტოზა, ტრეგალოზა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გლუკონეოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გლუკონეოგენეზი – ცხოველურ ორგანიზმში გლუკოზის წარმოქმნის პროცესი (უპირატესად ღვიძლში) ცილების, ცხიმებისა და სხვა ნივთიერებებისაგან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა