აქსონოტმეზი

განმარტებითი ლექსიკონი აქსონოტმეზი – დაუზიანებელი ნერვული გარსის შიგნით ნერვული ბოჭკოების (აქსონების) გაწყვეტა .შეიძლება განვითარდეს ნერვულ ბოჭკოზე ძლიერი ზეწოლის ან მოჭერის შედეგად.მას თან ახლავს გაწყვეტის წერტილის ზემოთ ნერვის დეგენერაციული ცვლილებები.ნერვის რეგენერაციისთვის პროგნოზი კარგია.

შუბლ – საფეთქლოვანი დემენცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუბლ – საფეთქლოვანი დემენცია – დეგენერაციული დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდება თავის ტვინის შუბლის წილისა და  საფეთქლის წილების წინა ნაწილების ქერქის ასიმეტრიული დაზიანებით და ვლინდება 45 – 65 წლის ასაკში მზარდი ჭკუასუსტობით, ქცევის Read More …

შტრიუმპელის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტრიუმპელის დაავადება – (A. G. G. Strumpell, გერმ. ნევროპათოლოგი; სინ.: შტრიუმპელის ოჯახური სპასტიკური პარაპლერგია)ნერვული სისტემის მემკვიდრულ – ოჯახური ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, ზურგის ტვინის მთელს სიგრძეზე პირამიდული ტრაქტის გამტარების დეგენერაციული ცვლილებებით; დამახასიათებელია ცენტრალური Read More …

შაია – დრეიჯერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია Read More …

ფუნიკულარული მიელოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფუნიკულარული მიელოზი – კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია ზურგის ტვინის უკანა და გვერდითი ლარების დეგენერაციული დაზიანებით, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ვიტამინ B12 უკმარისობასთან. უკანა ბაგირაკების ფუნქციის დარღვევა იწვევს პარესთეზიებსა და გაბუჟებას ტერფებში, ტორტმანით Read More …

სტიგმები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტიგმები – 1. (ბერძ. stigma – წერტილი, ლაქა, ნიშანი, დაღი) ძველ სამედიცინო ლიტერატურაში ამ ცნებით აღნიშნავდნენ გადაგვარების (დეგენერაციების) ფსიქიკურ და ფიზიკურ ნიშნებს. ფსიქიკურ დეგენერაციულ სტიგმებს მიეკუთვნება ნორმალური ფსიქიკიდან თანდაყოლილი გადახრები. ფიზიკური დეგენერაციული Read More …

სენილური ლეიკოენცეფალოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სენილური ლეიკოენცეფალოპათია – დეგენერაციული და იშემიური პათომორფოლოგიური ცვლილებების კომპლექსი დიდი ნახევარსფეროების თეთრი ნივთიერების სიღრმეებში ხანშიშესულ ავადმყოფებში, რომელთაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში  აღენიშნებიდათ არტერიული ჰიპერტენზია და ტვინის წვრილი არტერიების დაზიანება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული Read More …

რეილ – დეიას სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეილ – დეიას სინდრომი – ვეგეტატიური დისფუნქციის მემკვიდრეობითი ოჯახური სინდრომი, მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – რეცესიული. ავადდებიან უპირატესად ებრაელები. პატოლოგიურ – ანატომიურად აღინიშნება ზურგის ტვინის უკანა ფესვბისა და უკანა სვეტების ფოკალური დემიელინიზაცია, ჰიპოთალამური Read More …

პოლიოდისტორფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიოდისტორფია – დეგენერაციული პროცესი, რომელშიც ჩართულია უპირატესად თავის ტვინის რუხი ნივთიერება და ჩვეულებრივ ვითარდება ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პირველადი გვერდითი სკლეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირველადი გვერდითი სკლეროზი – ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადება: მამოძრავებელი ნეირონების დაავადების ვარიანტი, რომლის დროსაც ზიანდება მხოლოდ ცენტრალური მამოძრავებელი ნეირონები და პირამიდული ტრაქტები. ვლინდება სპასტიური ტეტრაპარეზით ან ქვედა პარაპარეზით. განსხვავებით გვერდითი ამიოტროფული სკლეროზისაგან, Read More …