განმარტებითი ლექსიკონი არტერიექტომია – არტერიის ან მისი ნაწილის ქირურგიული ამოკვეთა.შეიძლება ჩატარდეს დიაგნოსტიკური პროცედურის (მაგალითად,არტერიიტის დიაგნოზის დაზუსტების მიზნით არტერიული ბიოფსიის აღებისას) ან დახშობილი არტერიის შეცვლის (როცა არტერიის დაზიანებული უბანი იცვლება სინთეტიკური ტრანსპლანტანტით) დროს.
ჭდე: diagnozi
ანგიოდისპლაზია
განმარტებითი ლექსიკონი ანგიოდისპლაზია – ნაწლავის კედელში წვრილი სისხლძარღვების ანომალური დაგროვება.დიაგნოზის დასმა ხდება კოლონოსკოპიის ან ანგიოგრაფიის საფუძველზე.
წყლულოვანი არასპეციფიკური კოლიტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წყლულოვანი არასპეციფიკური კოლიტი – უცნობი გენეზის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის სპეციფიური ანთება იწვევს ეროზიის, წყლულის, ნაწლავის კედლის ნეკროზის განვითარებას. ვლინდება ტკივილით მუცელში, ფაღარათით, ტენეზმებით, ნაწლავური სისხლდენით, მაღალი ტემპერატურით. დიაგნოზი Read More …
ცხვირის ავთვისებიანი სიმსივნეები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის ავთვისებიანი სიმსივნეები – (კიბო, სარკომა) სიმპტომები. დასაწყისში ჩვეულებრივ აღინიშნება ცხვირის ცალმხრივი გაჭედვა სისხლიანი გამონადენით. შემდგომში – სახის დეფორმაცია, ტკივილები სამწვერა ნერვის გაყოლებაზე. რინოსკოპიით – ხორკლიანი, ზონდირებისას ხშირად სისხლმდენი სიმსივნე. საბოლოო დიაგნოზი Read More …
შტეინ – ლევენტალის სინდრომი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტეინ – ლევენტალის სინდრომი – ორივე საკვერცხის გადიდება მათი კაფსულის გასქელებითა და ფოლიკულის ცისტოზური ატრეზიით. ვლინდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში ჰირსუტიზმით, სიმსუქნით, მენსტრუალური ციკლის დარღვევით, უნაყოფობით. სინდრომს საფუძვლად უდევს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ანდროგენების Read More …