[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში

Posts Tagged ‘diarea’

სეპტაფაგი

სავაჭრო სახელწოდება:  სეპტაფაგი / Septaphage

სეპტაფაგი  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):    Bacteriophagum Intestinalis

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ანტიბაქტერიული საშუალებები  – ბაქტერიოფაგი


სეპტაფაგი  სტერილური ხსნარი

ფორმა:  გამჭვირვალე სითხე
ფერი: ყვითელი, სხვადასxვა ინტენსივობის
გემო: სპეციფიკური

სეპტაფაგი – ტაბლეტი

თეთრი, მონაცრისფრო ტაბლეტები

სეპტაფაგი – შემადგენლობა

თხიერი პრეპარატის 1 მლ შეიცავს ბაქტერიების:
Shigella flexneri 1, 2, 3, 4, 6 სეროჯგუფები
Shigella sonnei
Salmonella paratyphi A
Salmonella paratyphi B
Salmonella typhimurium
Salmonella choleraesuis
Salmonella oranienburg
Salmonella enteritidis
ენტეროპათოგენური E.coli სხვა და სხვა სეროჯგუფი
Proteus
Enterococcus
Staphylococcus
Pseudomonas aeruginosa ფაგოლიზატების სტერილური ფილტრატების ნარევს
თითოეული ფაგის ტიტრი არანაკლებ 1X105
სეპტაფაგის 1 ტაბლეტი შეიცავს, ბაქტერიების
Shigella flexneri 1, 2, 3, 4, 6 სეროჯგუფები
Shigella sonnei
Salmonella paratyphi A
Salmonella paratyphi B
Salmonella typhimurium
Salmonella choleraesuis
Salmonella oranienburg
Salmonella enteritidis
ენტეროპათოგენური E.coli სხვა და სხვა სეროჯგუფი
Proteus
Enterococcus
Staphylococcus
Pseudomonas aeruginosa ლიოფილურად გამშრალი ფაგოლიზატების სტერილური ფილტრატების კონცენტრატს
თითოეული ფაგის ტიტრი არანაკლებ 1X105
სეპტაფაგი – ფარმაცევტული ფორმა
სეპტაფაგი®   20 მლ სტერილური ხსნარი შიგნით მისაღებად: დასალევად და რექტალურად (per os/per rectum)  – კოლოფში 4 ფლაკონი
სეპტაფაგი®  ტაბლეტი პერორალური მიღებისთვის – 30 ტაბლეტი
სეპტაფაგი – ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სპეციფიკური ანტიბაქტერიული პრეპარატი.
სეპტაფაგი – ფარმაკოლოგიური მოქმედება
ბაქტერიოფაგი ბაქტერიის სპეციფიკური ვირუსია, რომელიც ადსორბირდება ჰომოლოგიური ბაქტერიის უჯრედის მემბრანაზე, არღვევს მის მთლიანობას, აღწევს უჯრედის შიგნით, მრავლდება და იწვევს მის ლიზისს.

სეპტაფაგი®-ს შემადგენლობაში არის ბაქტერიების (Shigella, Salmonella, E.coli, Proteus, Staphylococcus, Pseudomonas, Enterococcus) სელექცირებული, მხოლოდ ვირულენტური ფაგები, რაც განაპირობებს პრეპარატის მაღალ აქტივობასა და ეფექტურობას.
ორგანიზმში შეყვანის გზის მიუხედავად, ბაქტერიოფაგის პრეპარატები სწრაფად შეიწოვება სისხლსა და ლიმფაში და ადვილად აღწევს დაავადების კერამდე. ორგანიზმიდან გამოიყოფა: ძირითადი ნაწილი თირკმელების საშუალებით, დანარჩენი – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით.
სეპტაფაგი® გამოიყენება ბაქტერიებით (Shigella, Salmonella, E.Coli, Proteus, Staphylococcus, Pseudomonas, Enterococcus) ან მათი ერთობლიობით გამოწვეული დაავადებების: შიგელოზი, სალმონელოზი, მუცლის ტიფი, პარატიფი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (დისბაქტერიოზი), ენტეროკოლიტი, ინფექციური კოლიტი, დისპეფსია; აგრეთვე კუჭ–ნაწლავის დისკომფორტის შემთხვევაში, პაციენტების ყველა ასაკობრივ და მაღალი რისკის ჯგუფებში, კომპლექსურ თერაპიაში.
სეპტაფაგი – თერაპიული ჩვენებები
სეპტაფაგი® გამოიყენება ბაქტერიებით (Shigella, Salmonella, E.coli, Proteus, Staphylococcus, Pseudomonas, Enterococcus) ან მათი ერთობლიობით გამოწვეული დაავადებების:
შიგელოზი
სალმონელოზი
მუცლის ტიფი
პარატიფი
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (დისბაქტერიოზი)
ენტეროკოლიტი
ინფექციური კოლიტი, დისპეფსია
საკვებისმიერი ინფექცია და სხვა ბაქტერიული დიარეის (ფაღარათი) მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;
აგრეთვე კუჭ-ნაწლავის დისკომფორტისას
პაციენტების ყველა ასაკობრივ და მაღალი რისკის ჯგუფებში, კომპლექსურ თერაპიაში.
სეპტაფაგი – გვერდითი ეფექტები
სეპტაფაგი არატოქსიურია, მონაცემები მისი გამოყენების შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენების ან ადამიანის ორგანიზმზე მავნე გავლენის შესახებ გამოვლენილი არ არის.
სეპტაფაგი – განსაკუთრებული გაფრთხილებები
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები სეპტაფაგის გამოყენებისას მოწოდებული არ არის. სტერილური ხსნარის ფორმის სეპტაფაგის ფლაკონის შიგთავსის ამოღება, 20 მლ–ზე ნაკლები მოცულობის გამოყენების შემთხვევაში, რეკომენდებულია სტერილური შპრიცით. მთლიანობა დარღვეული სეპტაფაგის ფლაკონის შიგთავსის გამოყენება დასაშვებია გახსნიდან 24 სთ–ის განმავლობაში შენახვის პირობების სრული დაცვის შემთხვევაში.
შემღვრეულ მდგომარეობაში სეპტაფაგის მიღება დაუშვებელია!
სეპტაფაგი – ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სეპტაფაგის შეუთავსებლობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის. მისი გამოყენება შეიძლება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომპლექსურ მკურნალობაში, მათ შორის ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად (ანტიბიოტიკები).
სეპტაფაგი – ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს სეპტაფაგის გამოყენება შეიძლება.
სეპტაფაგი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას
სეპტაფაგი – გაცემის რეჟიმი
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე
სეპტაფაგი – უკუჩვენებები
სეპტაფაგის ფლაკონის შიგთავსის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
სეპტაფაგი – შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები
სეპტაფაგის სტერილური ხსნარი – ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას 2°C – 25°C-მდე ტემპერატურაზე
სეპტაფაგის ტაბლეტი – ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, თავდახურულ ფლაკონში 25°C – მდე ტემპერატურაზე
სეპტაფაგი – დოზირება, გამოყენების წესი და მიღების მეთოდი
ფაგოთერაპიის ეფექტურობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის ფაგისადმი (პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ფაგებისადმი) მგრძნობელობის განსაზღვრა. სეპტაფაგი განსაკუთრებით ეფექტურია მისი გამოყენებისას დაავადების ადრეულ ეტაპზე.
სეპტაფაგი® ინიშნება ექიმის მიერ დასალევად და/ან რექტალურად
პერორალურად (დასალევად) სეპტაფაგი ინიშნება დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, საკვების მიღებამდე 1 სთ–ით ადრე 2–3 ჯერ დღეში, 5–10 დღის განმავლობაში.
ნაწლავური ინფექციების სამკურნალოდ მოწოდებული სარეკომენდაციო დოზირების სქემა სეპტაფაგის  სტერილური ხსნარის გამოყენებისას

ასაკი

დასალევად (Per os)

რექტალურად (Per rectum)

0 –დან 6
თვემდე

5 მლ –
დღეში ერთხელ

5 მლ – დღეში ერთხელ

6 -დან 12
თვემდე

5 მლ –
დღეში 2 -ჯერ

10 მლ –
დღეში ერთხელ

1 -დან 3
წლამდე

5 მლ –
დღეში 3 -ჯერ

20 მლ –
დღეში ერთხელ

3 -დან 8
წლამდე

10 მლ –
დღეში 2-3 -ჯერ

30 მლ –
დღეში ერთხელ

8 წლიდან

20 მლ – დღეში
2-3 -ჯერ

40 მლ –
დღეში ერთხელ

სეპტაფაგის ტაბლეტირებული ფორმის მიღების სარეკომენდაციო დოზირების სქემა ნაწლავური ინფექციების სამკურნალოდ:

ასაკი

შიგნით მისაღებად (Per
os)

მიღების სიხშირე

3 -დან 8
წლამდე

1 ტაბლეტი

დღეში 3
-ჯერ

8 წლის
ბავშვებში და ზემოთ

2 ტაბლეტი

დღეში 2-3
-ჯერ

სეპტაფაგი – ნაწლავური ინფექციების პროფილაქტიკა

..

პროფილაქტიკის მიზნით სეპტაფაგი ინიშნება კვირაში 3 –ჯერ მოწოდებული სარეკომენდაციო სქემის მიხედვით:

..

ასაკი

სტერილური ხსნარი
დასალევად (Per os)

ტაბლეტი პერორალური
მიღებისთვის

6 თვემდე

5 მლ –
დღეში ერთხელ

6 დან 12
თვემდე

5 მლ –
დღეში ერთხელ

1 დან 3
წლამდე

10 მლ –
დღეში ერთხელ

3 დან 8
წლამდე

20 მლ –
დღეში ერთხელ

2 ტაბლეტი

8 წლის
ბავშვებში და ზემოთ

20 მლ –
დღეში ერთხელ

3 ტაბლეტი

..

სეპტაფაგი – მწარმოებელი კომპანია:  ბიოქიმფარმი
სეპტაფაგი – მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
სეპტაფაგი – გამოშვების ფორმა: ტაბლტები #30
სეპტაფაგი – გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

_________________________________

>>>> ფაგები

..

vaka