ჰემოკონცენტრაცია

განმარტებითი ლექსიკონი ჰემოკონცენტრაცია – პლაზმაში ერითროციტების რაოდენობის მომატება,რაც დაკავშირებულია პლაზმის მოცულობის შემცირებასთან.ჰემოკონცენტრაცია შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი დაავადების დროს, რომელსაც თან ახლავს ორგანიზმის მიერ  სითხის ძლიერი დაკარგვა.

აუტოაგლუტინაცია

განმარტებითი ლექსიკონი აუტოაგლუტინაცია – ადამიანის  ერითროციტების შეწებება მისი საკუთარი შრატით,რაც გამოწვეულია შრატში სპეციფიკური აუტოანტისხეულების არსებობით.ხშირად აღინიშნება შეძენილი ჰემოლიზური ანემიის (აუტოიმუნური დაავადების) დროს.  

კელის ანტიგენები

განმარტებითი ლექსიკონი კელის ანტიგენები – ანტიგენები,რომლებიც შეიძლება არსებობდეს ან არ არსებობდეს ერითროციტების ზედაპირზე.ისინი ქმნიან ადამიანის სისხლის ჯგუფობრიობის საფუძველს.სისხლის ჯგუფის განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია საჭიროებისას სიხსლის სწორი გადასხმისთვის.

რეტიკულოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტიკულოციტი – ერითროციტის წინამორბედი, ახალგაზრდა ერითროციტი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პოიკილოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოიკილოციტი – ერითროციტი, რომელსაც აქვს არა მრგვალი, არამედ სხვა ფორმა (ოვალური, მსხლისებრი, ნამგლისებრი და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა