წინამდებარე ჯირკვალი

წინამდებარე ჯირკვალი – 1. (prostata ბერძნ.prostates – ხელმძღვანელი, წარმდგენი) მამაკაცის სასქესო სისტემის დამატებითი ჯირკვალი, რომლის ტერმინალური ალვეოლურ – მილაკოვანი ნაწილები გამოყოფილია ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ჩანაფენებითა და გლუვი კუნთოვანი ქსოვილის ძლიერი კონებით. ჯირკვლის სეკრეტი ათხიერებს სპერმას, შეიცავს ჰორმონის მსგავს პროდუქტებს. (ც. Read More …

სისხლძარღვის შუა გარსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლძარღვის შუა გარსი – (tunica media)   წარმოდგენილია გლუვკუნთოვანი  უჯრედებითა და ელასტიკური ელემენტების შემცვე­ლობის სიჭარბით, ფაშარი შემაერთებელქსოვილოვანი ჩანაფენებით. გარეთა გარსის საზღვარზეა გარეთა ელასტიკური მემბრანა; გარსის სისქე არტერიებსა და ვენებში იცვლება ჰემოდინამიკურ პირობებთან დაკავშირებით. Read More …

რკინა

რკინა – Fe, მენდელეევის პერიოდული სისტემის მე – 8 ჯგუფის ელემენტი. მბზინავი მოვერცხლისფრო – თეთრი მეტალი. ბუნებაში გავრცელების მხრივ იგი მე – 4 ადგილზეა. აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმების ცხოველქმედებისათვის; შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი