ჩამკეტი ფირფიტა (ჩამკეტი ზონა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩამკეტი ფირფიტა (ჩამკეტი ზონა) – (zonula occludens ლათ. occludens   –   ჩამკეტი)     ორი მეზობელი უჯრედის პლაზმოლემის გარეთა ფურცლის შეერთება; მონაწილეობს იონურ  –  მეტაბოლურ ცვლასა და უჯრედთა მექანიკურ დაკავშირებაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, Read More …

ღვიძლის ფირფიტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის ფირფიტა – (lamina hepatica)    ღვიძლის  უჯრედების ჰეპატოციტების ჭიმი, ბაგირაკი განლაგებული რადიალური მიმართულებით წილაკის პერიფერიიდან ცენტრისაკენ; მათ შორის იმავე მიმართულებით გაივლის ჰემაკაპილარები, ხოლო ღვიძლის ფირფიტის შიგნით  –  ნაღვლის კაპილარი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. Read More …

ფრჩხილი

ფრჩხილი – (ლათ. unguis ბერძნ. onychos)  მკვრივი რქოვანა ფირ­ფიტა, რომელიც მდებარეობს ფრჩხილის საწოლზე. მორფოლოგიუ­რად გაყოფილია ფესვად, სხეულად და კიდედ; წარმოქმნილია მჭიდროდ ერთმანეთთან მიმდებარე კერატინის შემცველი რქოვანა ქერცლებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! Read More …

ტრაქეისლორწოვანი გარსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრაქეისლორწოვანი გარსი – (tunica mucosa)   ამოფენილია მრავალრიგოვანი პრიზმული წამწამოვანი ეპითელიუმით, ტრაქეის ლორწოვანი გარსის საკუთარი ფირფიტა მდიდარია ელასტიკური ბოჭ­კოებით. კუნთოვანი ფირფიტა წყვეტილია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 Read More …

საფარი მემბრანა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საფარი მემბრანა – (membrana tectoria)  სმენის ორგანოს  –  სპირალური (კორტის) ორგანოს რეცეპტორული აპარატის ზევით მდე­ბარე საფარი ფირფიტა, კოლაგენური ბოჭკოებისა და მწებავი ნივთიერე­ბისაგან აგებული ფირფიტა, რომელიც იწყება სპირალური ლიმბის ეპი­თე­ლიუმიდან და ფარავს სპირალური Read More …

საკუთარი ლორწოვანი გარსის ფირფიტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკუთარი ლორწოვანი გარსის ფირფიტა – (lamina proprea mucosae ლათ. proprius  –  საკუთარი)  ფაშარი ბოჭკოვანი შემაერ­თებელი ქსოვილითაა წარმოდგენილი, რომელიც შეიცავს მრავალ­რიცხოვან სისხლძარღვებს, ლიმფურ ძარღვებს, ლიმფურ ფოლი­კულებს, ლორწოვან ჯირკვლებს, ნერვულ დაბოლოებებს. ლორწოვანი გარსების შემადგენლობაში Read More …

საკბილე ფირფიტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკბილე ფირფიტა – (lamina dentalis ლათ. lamina  –  ფირფიტა და dens, dentis  –  კბილი)  ემბრიონული განვითარების დაახლოებით მე – 7 კვირას ზედა და ქვედა ყბის თავისუფალ ზედაპირზე განვითარებული ეპითელური შემსხვილებები, რომლებიც შემდგომ Read More …

რესპირაციული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რესპირაციული – / სასუნთქი / ბრონქიოლა – (bronchiolus respiratorius)   ფილტვის აცინუსის ნაწილი. იწყება პირველი რიგის რესპირაციული ბრონქიოლით, რომელიც დიქოტომურად იყოფა მე­ორე და მესამე რიგისად; ბრონქიოლის სანათურში იხსნება ალვეოლები, რომლებიც ამოფენილია კუბური ეპითელიუმით, Read More …

პრექორდული ფირფიტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრექორდული ფირფიტა – (lamina prechordalis – ლათ.pre – ადრე, ბერძნ.chorda – სიმი) ემბრიონული ნერგი. ძუძუმწოვრებსა და ფრინველებში ვლინდება გასტრულაციის პროცესში ქორდული მორჩის წინა ნაწილში. პრექორდული ფირფიტის მასალა დასაბამს აძლევს პირის ღრუს, ხახის, Read More …

პოლიმორფული მრავალფორმიანი ფირფიტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიმორფული მრავალფორმიანი ფირფიტა – (lamina multiformis \polymorpha\) თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების მეექვსე შრე, შედგება უპირატესად თითისტარისებრი ფორმის ნეირონებისაგან, რომელთა ნეირიტები მიემართებიან თეთრ ნივთიერებაში თავის ტვინის ეფერენტული გზების შემადგენლობაში, ხოლო დენდრიტები – მოლეკულურ Read More …