შემაერთებელი კოლაგენური ქსოვილი, (ბოჭკოვანი), მკვრივი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შემაერთებელი კოლაგენური ქსოვილი, (ბოჭკოვანი), მკვრივი – (textus connectivus collagenosus compactus)  შემაერთებელი ქსოვილის სახე, რომელსაც ახასიათებს მჭიდროდ განლაგებული ბოჭკოები მცირერიცხოვანი უჯრედული ელემენტებითა და ძირითადი ნივთიერებებით. ბოჭკოები მდებარეობს ერთმანეთის პარალელურად (ე.წ.ფორმიან შემაერთებელ ქსოვილში) ან Read More …

ექსუდაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექსუდაცია – ცილით მდიდარი სითხის (იხ. ექსუდატი), რომელიც ასევე შეიცავს სისხლის ფორმიან ელემენტებს, გადანაცვლების პროცესი წვრილი ვენებიდან და კაპილარებიდან გარემომცველ ქსოვილებსა და ღრუებში; ანთების გამოვლინება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა Read More …

ექსუდატი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექსუდატი – (გამონაჟონი) სითხე, რომელიც ანთების დროს გროვდება ორგანიზმის ღრუებსა და ქსოვილებში; წარმოადგენს ცილით მდიდარ სითხეს, რომელიც შეიცავს სისხლის ფორმიან ელემენტებს და გამოდის სისხლძარღვის კედლიდან გარემომცველ ქსოვილებში. ექსუდატი შეიძლება იყოს სეროზული, ფიბრინული, Read More …