ქოლინი

ქოლინი – B ჯგუფის ვიტამინი; მონაწილეობს ფოსფოლიპიდების წარმოქმნაში, შედის აცეტილქოლინის შემადგენლობაში; შეიცავს მარცვლეული, ჭარხალი და სხვ. პრეპარატი ქოლინი, რომელიც მიღებულია სინთეზურად გამოიყენება ათეროსკლეროზის, ღვიძლის დაავადებების მკურნალობაში და სხვ. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი