Tag Archives: gadatanis

ძვლებისა და სახსრების ტუბერკულოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძვლებისა და სახსრების ტუბერკულოზი – ვითარდება პირველადი ტუბერკულოზური კერიდან ჰემატოგენური გზით ინფექციის გადატანის შემთხვევაში. ავადდებიან უპირატესად ბავშვები სიცოცხლის პირველი 10 წლის განმავლობაში. უხშირესად ტუბერკულოზით ზიანდება ხერხემალი და მსხვილი სახსრები, თუმცა შესაძლოა დაზიანდნენ სხვა ძვლებიც. უმეტეს შემთხვევაში ტუბერკულოზური კერა ლოკალიზებულია ძვლის სასახსრე ბოლოს ეპიფიზში. თავდაპირველად წარმოიქმნება იზოლირებული კერა,

Read More

ტრანსმისიული დაავადებანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრანსმისიული დაავადებანი – 1. ადამიანის და ცხოველების ინფექციური და პარაზიტული დაავადებანი, რომელთა გამომწვევები გადააქვთ ფეხსახსრიანებს. გამომწვევის გადატანის პროცესი შეიძლება იყოს სპეციფიკური (თუ გამომწვევი მრავლდება და განვითარების ციკლს გაივლის გადამტანის ორგანიზმში) და მექანიკური. გამომწვევის გადატანა ხდება კოღოს, რწყილის, მოსკიტის და ტკიპის კბენის შედეგად, კანსა და ლორწოვან გარსზე გადამტანის

Read More

ტრანსდუქცია

ტრანსდუქცია – (ლათ. transductio  –  გადატანა)  ერთი უჯრედიდან მეორეში გენეტიკური ინფორმაციის გადატანის მექანიზმი. ბაქტე­რიებში ეს ხორციელდება ბაქტერიოფაგების ხარჯზე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

სახსრის ჩირქოვანი ანთება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სახსრის ჩირქოვანი ანთება – (ქირურგ.) ვითარდება სახსრის ჭრილობის დროს ჩირქმბადი მიკრობების მოხვედრის ან მათი შორეული ანთებითი კერებიდან გადატანის შედეგად.  სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე ტკივილების სახსარში, რის გამოც მასში მოძრაობა ძალიან მტკივნეულია და შეუძლებელიც კი. სახსრის მიდამო შესიებულია, მისი კონტურები შეცვლილი, ზეწოლა და მსუბუქი შეხებაც კი აძლიერებს ტკივილს. პალპაციით

Read More

რესპირატორულ – ვირუსული დაავადებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რესპირატორულ – ვირუსული დაავადებები – (ლათ. Respiratio სუნთქვა) ვირუსული დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების უპირატესი დაზიანებით. მათ მიეკუთვნება გრიპი, პარაგრიპი, რესპირატორულ – სინციტიალური ინფექცია, რინოვირუსული დაავადება, კოკსაკ – ვირუსული დაავადება, კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები. რესპირატორულ – ვირუსული დაავადებების გამომწვევი ვირუსები მიეკუთვნებიან სხვადასხვა ჯგუფებს და ახასიათებთ

Read More