ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფალოს ტრიადა – (E. L. A. Fallot, ფრანგი ექიმი) გულის თანდაყოლილი მანკი, რომელიც განპირობებულია ფილტვის ღეროს სტენოზით, წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტით და მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიით. განასხვავებენ ფალოს ტრიადის ორ ფორმას – აციანოზურს (,,თეთრს”) და ციანოზურს (,,ლურჯს”). ავადმყოფის ძირითადი ჩივილებია დაღლილობა, ქოშინი. აუსკულტაციით მოისმინება უხეში სისტოლური შუილი, რომლის ეპიცენტრი
დოიჩლენდერის დაავადება – წინატერფის ძვლების დაზიანება სტატიკურ – დინამიკური გადატვირთვის შედეგად, მაგ. სპორტული ვარჯიშების, ხანგრძლივი ფორსირებული სიარულის დროს. დაავადების გენეზში გარკვეულ როლს ასრულებს გადატვირთვა, ბრტყელტერფიანობა, ტერფის სახსრების მადეფორმირებელი ართროზი. ვლინდება ტკივილით, ლოკალური შეშუპებით, კოჭლობით. დიაგნოზი დგინდება რენტგენოლოიგიური გამოკვლევით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი