Tag Archives: gamoimuSavebs

წინამდებარე ჯირკვალი

წინამდებარე ჯირკვალი – 1. (prostata ბერძნ.prostates – ხელმძღვანელი, წარმდგენი) მამაკაცის სასქესო სისტემის დამატებითი ჯირკვალი, რომლის ტერმინალური ალვეოლურ – მილაკოვანი ნაწილები გამოყოფილია ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ჩანაფენებითა და გლუვი კუნთოვანი ქსოვილის ძლიერი კონებით. ჯირკვლის სეკრეტი ათხიერებს სპერმას, შეიცავს ჰორმონის მსგავს პროდუქტებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  პროსტატა; მამაკაცის კენტი

Read More

შუამდებარე ადენოჰიპოფიზის შუა წილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუამდებარე ადენოჰიპოფიზის შუა წილი – (pars intermedia)   მრავალშრიანი ეპითელიუმის ვიწრო ზოლი. ადენოციტები გამოიმუშავებს სეკრეტს, რომელიც უჯრედებს შორის გროვდება კოლოიდური მასის მსგავსად. შუა წილი შეიცავს მელანოციტომასტიმულირებელ ჰორმონს და ლიპოტროპინს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

ღვიძლის უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის უჯრედები – (cellulae hepaticae seu hepatocyti)   ჰეპატოციტები ღვიძლის პარენქიმის ეპითელური  უჯრედებია. ისინი განლაგებულია ბაგირაკების მსგავსად, რომლებიც რადიალურადაა მიმართული ღვიძლის წილაკების ფარგლებში. ბაგირაკებს შორის გადის წილაკთაშიგა კაპილარები. ღვიძლის  უჯრედები გამოიმუშავებს ნაღველს, აგროვებს გლიკოგენს, გამოყოფს შარდოვანას, სისხლის ცილებსა და სხვა ნივთიერებებს. იხ. ჰეპატოციტები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის,

Read More

ფარისებრახლო ჯირკვალი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარისებრახლო ჯირკვალი – (glandula parathyroidea)   ენდოკ­რინული ჯირკვალი, გამოიმუშავებს პარათიროიდულ ჰორმონს, არეგულირებს კალციუმის ცვლას. პარენქიმა წარმოდგენილია ეპითელური  უჯრედებით, პარათიროციტების ჭიმებით ან გროვებით, რომ­ლებიც მრავალრიცხოვანი სისხლის კაპილარების შემცველი თხელი ფაშარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის ჩამონაფენებით არის გამოყოფილი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. 

Read More

სომატოტროპული ენდოკრინოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სომატოტროპული ენდოკრინოციტი – / სომატოტროპო­ციტი ადენოჰიპოფიზის /  –  (endocrinocytus somatotropicus ბერძნ.endon  –  შიგნით, crinein  –  გამოყოფა, soma, somatos  –  სხეული, tropos  –  მიმართულება) ადენოჰიპოფიზის უჯრედი, რომელიც შეიცავს მსხვილი სფეროსებრი ფორმის სეკრეციულ გრანულებს. გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელიც სხეულის ზრდას ასტიმულირებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა

Read More