ჰემოსიდერინი

განმარტებითი ლექსიკონი ჰემოსიდერინი – პიგმენტი, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინის დაშლის დროს;აღინიშნება ელენთის, ღვიძლის და ძვლის ტვინის მაკროფაგებში. ჰემოსიდერინი ორგანიზმში რკინის შენახვის ერთ-ერთი ფორმაა.იგი  წყალში არახსნადია და შეიძლება გამოვლენილი იყოს მიკროსკოპული გამოკვლევის დროს შესაბამისად შეღებილი ქსოვილების ნიმუშებში.

ვაზოტომია

განმარტებითი ლექსიკონი ვაზოტომია –  (უროლოგიაში) ქირურგიული ოპერაცია,რომელიც მდგომარეობს თესლგამომტანი სადინრის კედლის გაკვეთაში.ეს ოპერაცია ჩვეულებრივად ტარდება სადინრის კათეტერიზაციისთვის და აზოსპერმიის მქონე პაციენტების სადინრის მდგომარეობის რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს მასში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანისთვის.

აუდიოგრამა

განმარტებითი ლექსიკონი აუდიოგრამა – აუდიომეტრზე სმენის გამოკვლევის შედეგების გრაფიკული ჩანაწერი.

ართროგრაფია

განმარტებითი ლექსიკონი ართროგრაფია – სახსრების რენტგენოლოგიური გამოკვლევა.რენტგენოკონტრასტული ნივთიერება (რენტგენული სხივებისთვის კონტრასტული ჰაერი ან სითხე) შეიყვანება სასახრე ჩანთაში,ამის შემდეგ კი ტარდება რენტგენოგრაფია.

ცისტოსკოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტოსკოპია – შარდის ბუშტის გამოკვლევა სპეციალური ხელსაწყოს ცისტოსკოპის მეშვეობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი – მიმდინარეობს ყურიდან ხანგრძლივი ჩირქდენით; მყარადაა შენარჩუნებული დაფის აპკის გახრეტილი არე და ქვეითდება სმენა. დაავადება ვითარდება მწვავე ჩირქოვანი ანთების შედეგად, რასაც ხელს უწყობს მიკრობთა მაღალი ვირულენტობა, ორგანიზმის რეაქტიულობის Read More …

ქრონიკული გასტრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული გასტრიტი – კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება, რასაც მივყავართ მის ატროფიამდე. დაავადების განვითარება ხდება კვების რეჟიმის სისტემატური დარღვევებისას, ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებისას, ზოგიერთი სხვა დაავადებისას. სიმპტომები. ჭამის შემდეგ მოკლე დროში სიმძიმის შეგრძნება ფერდქვეშა Read More …

ქოლეგრაფია რადიოიზოტოპური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლეგრაფია რადიოიზოტოპური – (ბერძ. Chole ნაღველი + grapho წერა, გამოსახვა)სანაღვლე გზების რადიოიზოტოპური გამოკვლევა, რომელიც დამყარებულია ღვიძლის ფიზიოლოგიურ თვისებაზე სისხლიდან შთანთქოს და ნაღვლიდან გამოჰყოს ზოგიერთი ჰეპატოტროპული რადიოფარმაცევტული პრეპარატები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა Read More …

ქატოსებრი ლიქენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქატოსებრი ლიქენი – კანის სოკოვანი დაავადება. ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია საფუარისებრი სოკო Pityrosporum orbiculare, რომელიც პარაზიტობს ეპიდერმისის რქოვან შრეში. წინასწარგანმწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება მომატებული ოფლიანობა, სებორეული დიათეზი. კლინიკური სურათი. გულმკედის, ზურგის, კისრის, იშვიათად მხრის Read More …

ფსიქოანალიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოანალიზი – (ფსიქოლოგია) (ბერძ. psyche – სული და analysis – განცალკევება, დაშლა, გამოკვლევა) – 1. თეორიული მიმდინარეობა ფსიქოლოგიაში, გამომდინარე ზ. ფრეიდის იდეებიდან (იხ. ფრეიდიზმი, ნეოფრეიდიზმი; ანალიზური ფსიქოლოგია; ინდივიდუალური ფსიქოლოგია და სხვ.); 2. Read More …