ძვლისაზრდელა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძვლისაზრდელა – 1. პერიოსტეუმი (ბერძნ. peri – ირგვლივ და osteon – ძვალი), შემაერთებელქსოვილოვანი შალითა რომლითაც დაფარულია ძვალი მთლიანად, სასახსრე ზედაპირების გარდა. ძვლისაზრდელა შედგება გარეთა ბოჭკოვანი, სისხლძარღვებით და მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებებით მდიდარი, შუა  Read More …

ჩირქოვანი ტენდოვაგინიტი

ჩირქოვანი ტენდოვაგინიტი – (ქირურგ.) (იხ. ,,მყესოვანი პანარიციუმი’’). ტენდოვაგინიტის გამომწვევი ინფექცია მყესოვან ბუდეში შეიძლება მოხვდეს უშუალოდ ნაჩხვლეტი, ნაკვეთი და ცეცხნასროლი ჭრილობების დროს ან გარშემო განლაგებული ანთებითი კერებიდან ლიმფური გზებით. სიმპტომები, მიმდინარეობა ისეთივეა, როგორც მყესოვანი პანარიციუმის დროს. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, Read More …

შმიდტ – ლანტერმანის ნაჭდევები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შმიდტ – ლანტერმანის ნაჭდევები – (incisio myelini  –  მიელინის ნაჭდევი)   შვანის  უჯრედების ციტოპლაზმაში ძაბრისებრი შუაშრეები, რომლებიც ნერვული ბოჭკოს სიგრძისადმი მახვილი კუთხით მიემართებიან და მიელინის გარსს ფრაგმენტებად ყოფენ. ისინი წარმოიქმნებიან მეზაქსონის რამდენადმე განშრევების Read More …

შვანის უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შვანის უჯრედები – (lemmocyti)  ოლიგოდენდროგლიის  უჯრედები, რომლებიც ნერვული  უჯრედების აქსონის გარშემო გარსს ქმნიან. ასე უწოდეს ტ.შვანის გვარის მიხედვით, რომელმაც პირველმა აღწერა ეს  უჯრედები 1839 წელს. იხ.სინ.ოლიგოდენდროციტები, ლემობლასტები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, Read More …

შარდის ბუშტის უცხო სხეულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარდის ბუშტის უცხო სხეულები. – (ქირურგ.) შარდის ბუშტის კათეტერიზაციის დროს, ზოგჯერ ადგილი აქვს კათეტერისა და ბუჟების თავების მოწყვეტას და შარდის ბუშტში ჩარჩენას. გარდა ამისა, შარდის ბუშტში უცხო სხეულები ხვდება ცეცხლნასროლი ჭრილობის დროსაც. Read More …

ყვითრის ბირთვი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითრის ბირთვი – (nucleus interphasicus) ოოციტების ციტოპ­ლაზმაში ჰეტეროგენული წარმონაქმნი, რომელიც შედგება უჯრედის ცენტრის გარშემო დაგროვილი მიტოქონდრიებისაგან, რომლებიც, თავის მხრივ, გარშემორტყმული არიან კონცენტრულად მდებარე ყვითრის ფენების მრავალი შრით. ეს უკანასკნელები პროდუცირდება გოლჯის კომპლექსის Read More …

ფსიქიკური ტრავმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური ტრავმა – (ფსიქოლოგია) ზიანი, რომელიც მიადგა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების ინტენსიური ზემოქმედების შედეგად, ან სხვა ადამიანთა მწვავე ემოციური, სტრესული ზემოქმედებით მის ფსიქიკაზე (იხ. ფსიქოგენია). ინტენსივობის მიხედვით ფსიქოტრავმირებად ზემოქმედებას ყოფენ: Read More …

უჯრედის ცენტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ცენტრი – (centrum cellulae იხ.სინ.ცენტროსომა) უჯრედის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოიდი – მისი კინეტიკური ცენტრი. იგი შედგება ერთი ან ორი თვითრედუპლიცირებადი წარმონაქმნის, ე.წ.ცენტრიოლისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ცენტროდესმოზით და გარშემო შემორტყმულია ნათელი Read More …

უჯრედი – მარცვლები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედი – მარცვლები – (granulocyti) – ნათხემის ქერქის წვრილი ნერვული უჯრედები (მცირე მარცვალა ნეიროციტი – granoneurocytus parvus), რომლებიც ქმნიან მარცვლოვან შრეს. ამ უჯრედებს აქვს ციტოპლაზმის ძლიერ ვიწრო ფერსო პატარა მრგვალი ბირთვის გარშემო; Read More …

უნდულირებადი მემბრანები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უნდულირებადი მემბრანები – (membranae undulatae ლათ. undula – ტალღა) ციტოპლაზმის ფირფიტოვანი წანაზარდები, რომ­ლებსაც შეუძლიათ უჯრედის გარშემო თხიერ გარემოში ტალღი­სებური რხევითი მოძრაობის გამოწვევა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი Read More …