აცენტრია

განმარტებითი ლექსიკონი აცენტრია – (გენეტიკაში) ქრომოსომა ან ქრომოსომის ფრაგმენტი ცენტრომერის გარეშე.იმის გამო,რომ ასეთ ქრომოსომას არ შეუძლია თითისტარას დაუკავშირდეს,იგი ჩვეულებრივ იკარგება უჯრედის გაყოფის პროცესში.ასეთი ქრომოსომები ხშირად ხვდებიან რადიაციის ზემოქმედების მყოფ უჯრედებში.

ციტოტოქსიკური T – ლიმფოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოტოქსიკური T – ლიმფოციტები – (T – lymphocyti cytotoxici) – ლიმფოციტები, რომელთა პროლიფერაცია და დიფერენცირება ეფექ­ტორულ უჯრედებად მიმდინარეობს პერიფერიულ სისხლმბად ორგა­ნოებში ანტიგენის მოქმედების საპასუხოდ. უზრუნველყოფენ ორგანიზ­მის შიგა გარემოს გენეტიკურ მუდმივობას – შლიან Read More …

ციტოგენეტიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოგენეტიკა – (ციტო… და გენეტიკა), მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მემკიდრულობისა და ცვალებადობის კანონზომიერებებს უჯრედულ დონეზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცისტრონები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტრონები – ცილის მთლიანი მოლეკულის აგებულების შესახებ ინფორმაციის გადაცემაში მონაწილე რამდენიმე გენის რთული ფუნქციური გაერთიანებანი. ცისტრონების როლის შესრულება შეუძლია დნმ – ის მოლეკულის გარკვეულ უბნებს, რომლებშიც წარმოიქმნება რნმ – ის მოლეკულები, რომლებიც Read More …

ცერებრულ-ვასკულური დაავადებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრულ-ვასკულური დაავადებები – თავის ტვინის დაავადებების ჰეტეროგენული ჯგუიფი, რომლებიც განპირობებულია მისი სისხლმიმოქცევის დარღვევით. მიზეზები: თავის ტვინის სისხლძარღვთა დაზიანებები, კარდიოგენური ემბოლია, სისხლის ცვლილებები. ძირითადი კლინიკური ფორმებია: თავის ტვინის სისხლმიმოქცევის გარდამავალი დარღვევები, მწვავე ჰიპერტონული Read More …

შიოგრენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიოგრენის სინდრომი – შემაერთებელი ქსოვილის ავტოიმუნური სისტემური დაზიანება. დამახასიათებელია პათოლოგიურ პროცესში შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, უმთავრესად სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლების ჩართვა და ქრონიკული პროგრესირებადი მიმდინარეობა. დაავადების წარმოშობაში გარკვეული როლი ენიჭება ვირუსულ ინფექციასა და Read More …

შეუთავსებლობა იმუნოლოგიური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეუთავსებლობა იმუნოლოგიური – – დონორისა და რეციპიენტის უჯრედების ანტიგენური  შემადგენლობაში გენეტიკურად განპირობებული განსხვავება, რაც იწვევს იმუნოლოგიური კონფლიქტის განვითარებას. მის ძირითად გამოვლინებას წარმოადგენს ორგანიზმის უჯრედული და ჰუმორული რეაქციები, რომელიც მიმართულია ანტიგენურად უცხო უჯრედებისა Read More …

შარკო – მარი – ტუტის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარკო  – მარი – ტუტის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება პერიფერიული ნერვული ბოჭკოების დეგენერაციით. ერთ შემთხვევაში დაავადება უკავშირდება მათი მიელინური გარსების წარმოქმნის დარღვევას (დემიელინიზირებადი, ანუ ჰიპერტროფული ვარიანტი), სხვა შემთხვევებში ზიანდება Read More …

ღერძული ნერგების კომპლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღერძული ნერგების კომპლექსი – (complexus axilaris blasti)   ნერვული სისტემის, ღერძული ჩონჩხის ქორდის და სომატური მუსკუ­ლა­ტურის ნერგების ერთობლიობაა. ქორდიანთა ემბრიოგენეზის დროს ეს ნერგი განლაგდება ღერძის სიმეტრიულად და გაივლის ქორდას ან ხერხემალს. უფრო ზუსტად, Read More …

ქსოვილოვანი შეუთავსებლობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსოვილოვანი შეუთავსებლობა – 1. (იმუნოლოგიური) გენეტიკურად განპირობებული ანტიგენური განსხვავება, რომელიც იწვევს ტრანსპლანტანტის მოცილების რეაქციას. ქსოვილოვანი შეუთავსებლობის გადალახვა დონორის შერჩევით, სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებით და სხვ. საფუძვლად უდევს ორგანოების და ქსოვილების წარმატებულ გადანერგვას. Read More …