გენოტიპი

გენოტიპი – (genotypus ბერძნ.genos – დაბადება) უჯრედის ყველა მემკვიდრეობითი ფაქტორის ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებული არიან როგორც ბირთვ­თან (იხ. გენომი), ისე ციტოპლაზმასთან (იხ. პლაზმოგენები). გენოტიპი ქმნის ორგანიზმის მემკვიდრეობით საფუძველს, რომელიც წინაპართა ფორმების განვითარების შედეგთა თავისებური „ანაბეჭდია“. (იხ.გენები, უჯრედის მემკვიდრულობა, მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი). Read More …

ქსენოგენური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსენოგენური – (ქსენო –  +ბერძ. genos წარმოშობა)1. უცხო სხეულით გამოწვეული ან განპირობებული; 2. იმუნოლოგიაში და ტრანსპლანტოლოგიაში – სხვა სახეობის ცხოველიდან წარმოშობილი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სოციოგენეზი (ფსიქოლოგია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სოციოგენეზი (ფსიქოლოგია) – (ლათ. so{cietas) საზოგადოება და ბერძ. genos – წარმოშობა) – ცნობიერების, პიროვნების, პიროვნებათშორის ურთიერთობების წარმოშობა და განვითარება, განპირობებული სხვადასხვა კულტურაში და საზოგადოებრივ – ეკონომიკურ ფორმაციებში  სოციალიზაციის თავისებურებებით. სოციოგენეზის ძირითადი იდეა Read More …

პლაზმოგენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლაზმოგენები – (plasmogena იხ. პლაზმა და ბერძნ. genos – წარმომქმნელი) ერთეულები მემკვიდრეობითი მასალისა, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ციტოპლაზმაშია ლოკალიზებული. გამოთქ­მულია მოსაზრება, რომ პლაზმოგენებს, ბირთვული გენების მსგავსად, მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემისა და ავტორედუპლიკაციის უნარი აქვთ. Read More …

გენი

გენი – (ბერძ. Genos გვარი, წარმოშობა) მემკვიდრეობითობის სტრუქტურული და ფუნქციონალური ერთეული, რომელიც წარმოადგენს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას მოლეკულის მონაკვეთს. (1) გენი (gene) –მემკვიდრეობის ძირითადი ფიზიკური და ფუნქციონალური ერთეული. ქრომოსომის ტრანსკრიბირებადი მონაკვეთი, რომელიც აკოდირებს პოლიპეპტიდს, რ-რნმ-ს ან ტ-რნმ-ს. გენის მოქმედება ვლინდება ფენოტიპში. გენი, შეიძლება მუტირებდეს Read More …