სტეროიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტეროიდები – ბუნებრივი, ფიზიოლოგიურად აქტიური ნაერთების კლასი, რომლებიც შეიცავენ ჰიდრირებული ციკლოპენტანოფენეტრენის ნახშირბადოვან ჩონჩხს. სტეროიდებს მიეკუთვნება სასქესო ჰორმონები, კორტიკოსტეროიდები, სტერინები, ნაღვლის მჟავები, გულის გლიკოზიდები, D ჯგუფის ვიტამინები, სტეროიდული საპონინები და სტეროიდული ალკალოიდები. გაფრთხილება! Read More …

საპონინები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საპონინები – მცენარეული გლიკოზიდები, რომლებიც იხსნებიან წყალში კოლოიდური ხსნარების წარმოქმნით, ამცირებენ წყლის ზედაპირული დაჭიმულობის ძალას და მსგავსად საპნისა, წარმოქმნიან ქაფს; მედიცინაში იყენებენ როგორც სამკურნალო საშუალებას; სტეროიდული საპონინები გამოიყენება სტეროიდული ჰორმონების მისაღებად. გაფრთხილება! Read More …

ნუკლეოზიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნუკლეოზიდები – გლიკოზიდები, რომლის შემადგენლობაში შედის პურინის ან პირამიდინის ჯგუფი და ნახშირწყალი რიბოზა ან დეზოქსირობოზა. შედის ყველა ცოცხალი ორგანიზმის ნუკლეინის მჟავებისა და ნუკლეოტიდების შემადგენლობაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს Read More …

გლიკოზიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გლიკოზიდები – ორგანული ნივთიერებები, რომელთა მოლეკულები შედგება ნახშირწყლისა და არანახშირწყლოვანი კომპონენტებისაგან; სათითურას საგულე გლიკოზიდები გამოიყენება მედიცინაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა