Tag Archives: gonos

ციტოგენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოგენია – (cytogenia ბერძნ.cytos – უჯრედი და gonos – დაბადება) – მცენარეთა და ცხოველთა გამრავლების ხერხი ცალკეული უჯრედის მეშვეობით (ვეგეტატიური გამრავლებისგან განსხვავებით, რომელიც ხორციელდება უჯრედული კომპლექსების ხარჯზე). მრავალუჯრედოვან ორგანიზმებში ციტოგონიის ტიპური მაგალითია სქესობრივი გამრავლება სასქესო უჯრედების – გამეტების საშუალებით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის

Read More

სპერმატოგონიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმატოგონიები – (spermatogonia ბერძნ.sperma  –  თესლი და gonos  –  დაბადება)  –  სათესლის სპერმატოგენული ეპითელიუმის კამბიური  უჯრედები, რომელთაგან სპერმატოგენეზის პროცესში პირველი და მეორე რიგის სპერმატოციტებისა და სპერმატიდების სტადიებით ვითარდება მომწიფებული მამრობითი სასქესო  უჯრედები  –  სპერმატოზოიდები. არჩევენ პირველად (დიდ) და მეორად (მცირე) სპერმატოგონიებს. ისინი შეიცავენ ქრომოსომების დიპლოიდურ ნაკრებს და

Read More

ოოგონიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოოგონიები – (oogonia ბერძნ.oon – კვერცხი, gonos – დაბადება. სინ.ოვოგონიები) კვერცხუჯრედის განვითარების საწყისი უჯრედები, რომლებიც ემბრიონის საკვერცხეში მრავლდებიან და რომლებისგანაც პირველი და მეორე რიგის ოოციტების სტადიების გავლით ოოგენეზის პროცესში წარმოიქმნება მომწიფებული სასქესო უჯრედები – კვერცხ უჯრედები (მდედრობითი). ოოგონიები შეიცავენ ქრომოსომათა დიპლოიდურ ნაკრებს. ისინი მიტოზით ინტენსიურად იყოფიან. ამის

Read More

მეროგონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეროგონია – (merogonia ბერძნ.meros – ნაწილი და gonos – გვარი) – კვერცხუჯრედის უბირთვო ფრაგმენტის განვითარება მისი სპერმატო­ზოიდით განაყოფიერების დროს. მეროგონია ანდროგენეზის სახე­სხვაობაა, რომლის დროს ზიგოტის განვითარებაში მთავარ როლს ასრუ­ლებს მამრობითი სასქესო უჯრედი. ტერმინი შემოიღო დელაჟემ (1899). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

გონომერები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გონომერები – (gonomeri ბერძნ.gonos – გვარი და meros – ნაწილი) ორმაგი ბირთვები ზიგოტაში, რომელშიც მამრობითი და მდედრო­ბითი პრონუკლეუსები დიდხანს რჩება შეურწყმელი, განცალ­კე­ვებული. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და

Read More