habitus phthisicus

habitus habitus phthisicus – დამახასიათებელია ასთენიური აგებულება, თხელი, ნაზი კანი, მოვარდისფრო ლოყები, მოცისფრო მბზინავი სკლერები; წარმოადგენს ტუბერკულოზის შესაძლო ნიშანს.

habitus asthenicus

habitus asthenicus – ასთენიური აგებულების შერწყმა საერთი ფიზიკურ სისუსტესთან, კანის საფარველის სიფერმკრთალესთან; წარმოადგენს ხანგრძლივი, ხშირად ინფექციური ინტოქსიკაციის (ტუბერკულოზი, პიელონეფრიტი) შესაძლო ნიშანს, ან ინფექციური და ნერვულ – ფსიქიკური დაავადებებისადმი წინასწარგანწყობის ნიშანს.

habitus apoplecticus

habitus apoplecticus – ტანდაბლობის, მოკლე კისრისა და ჯმუხი ფიგურის შერწყმა სახისა და კისრის მოლურჯო – წითელი ფერის კანთან, ხშირად კანქვეშა კაპილარული ქსელის ფონზე; წარმოადგენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევებისადმი, ჰიპერტონიული დაავადებებისადმი წინასწარგანწყობის შესაძლო ნიშანს.