გლობინი

განმარტებითი ლექსიკონი გლობინი – ორგანიზმში არსებული ცილა, რომელიც უკავშირდება რკინის შემცველ ჯგუფებს,რის შედეგად  წარმოიქმნება ჰემოგლობინი (აღინიშნება სისხლის წითელ უჯრედებში) და  მიოგლობინი  (აღინიშნება კუნთებში).

ჰემოსიდერინი

განმარტებითი ლექსიკონი ჰემოსიდერინი – პიგმენტი, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინის დაშლის დროს;აღინიშნება ელენთის, ღვიძლის და ძვლის ტვინის მაკროფაგებში. ჰემოსიდერინი ორგანიზმში რკინის შენახვის ერთ-ერთი ფორმაა.იგი  წყალში არახსნადია და შეიძლება გამოვლენილი იყოს მიკროსკოპული გამოკვლევის დროს შესაბამისად შეღებილი ქსოვილების ნიმუშებში.

ჰემატოპორფირინი

განმარტებითი ლექსიკონი ჰემატოპორფირინი – პორფირინის სახეობა, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინის მეტაბოლიზმის პროცესში.