ფრუქტოზის გადაუტანლობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრუქტოზის გადაუტანლობა – (სინ. ფრუქტოზემია) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ფრუქტოკინაზას დეფიციტით და ვლინდება ადრეული ასაკიდან ღებინებით, კრუნჩხვებით, სისხლში ფრუქტოზის მომატებული შემცველობით, ჰიპოფოსფატემიით, ჰიპოგლიკემიით, ღვიძლში და თირკმელებში დისტროფიული ცვლილებებით; გადაეცემა რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! Read More …

ფანკონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფანკონის სინდრომი – ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობითი დაავადება; წარმოადგენს თანდაყოლილი ტუბულოპათიების მძიმე ფორმას, რომელიც ვლინდება თირკმლის მილაკებისმიერი აციდოზით, ოსტეოდისტროფიით, თირკმლისმიერი გლუკოზურიით,  ჰიპერფოსფატურიით, და ჰიპოფოსფატემიით, პიურიით, პროტეინურიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა Read More …