ფანკონის ანემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფანკონის ანემია – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ძვლის ტვინის ჰიპოპლაზიით, ანემიით, ლეიკოპენიით, თრომბოციტოპენიით, რაც შერწყმულია კანის, ძვლოვანი სისტემის, შინაგანი ორგანოების განვითარების ანომალიებთან, ჰიპოგენიტალიზმთან, მიკროცეფალიასთან და სხვ. მკურნალობა – ძვლის ტვინის გადანერგვა. Read More …

ტერნერ – კაიზერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტერნერ – კაიზერის სინდრომი – (J.  W. Turner, ამერ. ექიმი; W. Kieser გერმ. ექიმი)მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება კვირისტავის ჰიპოპლაზიით, იდაყვის ძვლის დისპლაზიით, სხივის ძვლის თავის ამოვარდნილობით, ფრჩხილების დისტროფიით, მენჯის ძვლებზე ეგზოსტოზების განვითარებით; Read More …

მეიერ – შვიკერატის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეიერ – შვიკერატის სინდრომი – (G. Meyer – Schwickerath, გერმ. ოფთალმოლოგი) ეგზოდერმული დისპლაზია, რომელიც ვლინდება მიკროფთალმიით, გლაუკომით, კბილის ემალის მოყავისფერო შეფერვითა და ჰიპოპლაზიით, მოკლე თითებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა Read More …

დე სანკტის – კაკონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დე სანკტის – კაკონის სინდრომი – (С. De Sanctis, A. Cacchione, იტალ. ფსიქიატრები; სინ. ქსეროდერმული იდიოტია) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ვლინდება სხვადასხვა სიმძიმის ჭკუასუსტობით, პიგმენტური ქსეროდერმიით, დაბალი ტანით, სასქესო ორგანოების ჰიპოპლაზიით, ნევროლოგიური მოშლილობებით. Read More …