Tag Archives: homogenuri

ციტოპლაზმის მატრიქსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპლაზმის მატრიქსი – (matrix cytoplasmatis ლათ.matrix – დედა; აქ ნივთიერება, რომლისგანაც წარმოიქმნება ციტოპლაზმური სტრუქტურები; სინ.ჰიალოპლაზმა) – ციტოპლაზმის ძირითადი ჰომოგენური ნივთიერება, რომელიც ავსებს ენდოპლაზმური ბადის მემ­ბრანებს, ორგანოიდებს, მეტაპლაზმურ წარმონაქმნებს, ჩანართებსა და სხვა სტრუქტურებს შორის ყველა სივრცეს. მატრიქსში მიმდი­ნარეობს უჯრედის სასიცოცხლო აქტივობის გამპირობებელი ბიოქი­მიური რეაქციები, აგრეთვე ხორციელდება ნივთიერებათა ტრანსპორტი.

Read More

ცენტროპლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტროპლაზმა – (centroplasma ლათ. centrum – ცენტრი და იხ.პლაზმა) ჰომოგენური ციტოპლაზმა, რომელიც გარს ეკვრის უჯრედის ცენტრის ცენტრიოლებს. ტერმინი შემოიღო ერლანგერმა (1897). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სკლეროზი

სკლეროზი – sclerosis – ორგანოს გამკვრივება, როდესაც ხდება  მისი მკვდარი ფუნქციური ელემენტების შენაცვლება შემაერთებელი ქსოვილით (ჩვეულებრივ ფიბროზულით) ან ჰომოგენური ჰიალინისმაგვარი მასით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ჟიულენ – მარის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჟიულენ – მარის სინდრომი – ავთვისებიანი დერმატოპულმონური რეტიკულოენდოთელიოზი. გვხვდება იშვიათად ბავშვებში. ნიშნები: გამონაყარი პაპულის სახით დაფარული ქერქით, პროგრესიული ქოშინი, ციანოზი, შეტევითი ხველა, რენტგენოლოგიურად ფილტვის არეების ჰომოგენური დაჩრდილვა, მედიასტინული და კანქვეშა ემფიზემა, სპონტანური პნევმოთორაქსი, პროგნოზი მძიმე. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პიკნოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიკნოზი – (pycnosis ბერძნ.pycnosis – გამკვრივება) უჯრედის დეგენერაციის ერთ – ერთი ფორმა. ამ დროს აღინიშნება უჯრედის ბირთვის ზომის შემცირება, მისი გამკვრივება, შეჭმუხნა და ქრომატინის ჰომოგენური მასის ინტენსიური შეღებვა (ჰიპერქრომატოზი) ქრომატინის შემდგომი დაშლით წვრილ ბელტებად, რომლებიც გაიწოვებიან. ამ პროცესს საფუძვლად უდევს ბირთვის ნივთიერების კოლოიდების გამკვრივება წყლის დაკარგვასთან დაკავშირებით.

Read More